სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტკივილების მოსახსნელად ხალხური მედიცინის საშუალებები.

სამწვერა  ნერვის  ნევრალგიის  დროს ტკივილების  მოსახსნელად  ხალხური მედიცინის საშუალებები.
სამწვერა ნერვის ნევრალგია შეიძლება წარმოიქმნას როგორც ზოგიერთი დაავადების გართულება ან როგორც დამოუკიდებელი დაავადება. ზოგჯერ ის ჩნდება კბილების გართულებული ამოსვლის, ამოღებულ კბილებიდან დარჩენილი ფესვების შედეგად, ზედმეტად გაცივებისა და ინფექციის გამო. სამწვერა ნერვი განშტოვდება სახეზე სამი განტოტებით, რომლებიც მიემართებიან სახის კანისაკენ, ლოყისაკენ, ცხვირის ლორწოვანი გარსისა და ზედა ყბის კბილებისაკენ, ქვედა ყბის კბილებისაკენ.

სამწვერა ნერვის ნევრალგიის ტკივილის მომხსნელი საშუალებები:

ნემსიწვერა. ძველი რუსული საშუალება: ოთახის სურნელოვანი ნემსიწვერის რამდენიმე მწვანე ფოთოლი მოათავსეთ სელის ქსოვილზე ( აუცილებლად სელისა, ვინაიდან სელის ბოჭკოები - ყველაზე მთავარია ამ მკურნალობაში ). დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და შეიხვიეთ, ხოლო ზემოდან დაიფარეთ თბილი თავსაფრით. შეგიძლიათ 2 - 3 - ჯერ შეცვალოთ ფოთლები ახლით. 2 სთ - ის შემდეგ ტკივილი გაგიყუჩდებათ.

ბაღის პიტნა. ერთ ს/კ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ხარშეთ 10 წთ, გაწურეთ. სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა დილით და ღამით.

ბოლოკი. ახალმომზადებული წვენი შეიზილეთ კანში ნერვის მიმართულებით ნევრალგიის, იშიასის, ნეკნთაშორისი ნევრალგიის მკურნალობისას.

გვირილა სამკურნალო. 4 ს/კ ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 10 წთ, გაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მესამედი 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. გამოიყენება ნევროზებისა და კრუნჩხვების, სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, როგორც დამამშვიდებელი და კრუნჩხვებსაწინააღმდეგო საშუალება.

რჩევა
ნევრალგიის შეტევისას კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გაჭერით შუაზე და ორივე ნახევარი დაუყოვნებლივ მიიდეთ იმ ადგილზე, სადაც ტკივილს ყველაზე ძლიერად გრძნობთ. როცა კვერცხი გაგრილდება, ტკივილი გაქრება და დიდხანს აღარ შეგაწუხებთ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური