ხალხური რჩევები ნევრალგიისა და სამწვერა ნერვის ნევრალგიის ტკივილების დროს
ნევრალგია- შეტევითი ან პერიოდული ხასიათის მწვავე, მწიწკნავი ან ყრუ ტკივილია ნერვის მიმართულებით მოძრაობის, მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლის გარეშე. შეტევით ტკივილებს შეიძლება თან სდევდეს კანის ფერის დაკარგვა ან გაწითლება, ოფლის გამოყოფა, კუნთების ტოკვა. ნევრალგიით ხშირად ავადდებიან ქალები მენსტრუაციის დროს 2-3 დღის განმავლობაში. თუ ნევრალგია გადაღლის შედეგად დაგემართათ, მაშინ საჭიროა სიმშვიდე და დამაწყნარებელი საშუალებები. ამ შემთხვევაში დაგვეხმარება შემდეგი პროცედურა: ჩაყავით ფეხები 10 წთ-ით ცხელ წყალში; ნუ შეცბუნდებით, რომ მენსტრუაცია ამის გამო ოდნავ გაძლიერდება. ასევე გიშველით ცხელი სათბურა მუცელზე. სასარგებლოა ოდნავ დავასველოთ ცხივრსახოცი ნიშადურის და ქაფურის სპირტით და მათი სუნი თანდათან შევისუნთქოთ.
ხალხური მედიცინის რეკომენდაციები ნევრალგიის ტკლივილის დროს.
ტირიფი. 10 გრ გამომხმარ დაქუცმაცებულ ქერქს დავასხათ 1 ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი და 20 წთ ვადუღოთ თავდახურული ნელ ცეცხლზე. გავაგრილოთ, გავწუროთ. მივიღოთ თითო ს/კ-ით 3-4 -ჯერ დღეში ნევრალგიის სამკურნალოდ.
მედგარი გადაშლილი. 2 ჩ/კ ბალახი დავაყენოთ დღე-ღამის განმავლობაში 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. შევსვათ ნაყენი მთელი დღის განმავლობაში.
ჭარხალი. გახეხეთ სახეხზე წითელი ჭარხალი , გულდასმით გაახვიეთ დოლბანდში ან თხელ ქსოვილში და ჩაიდეთ ყურში ეს ტამპონი თვალყურის მიდევნებით, რომ ჭარხლიდან წვენი არ გადმოვიდეს. შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიწვეთოთ ყურში ჭარხლის წვენის რამდენიმე წვეთი.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ ეს საშუალებები.
ნემსიწვერა. ძველი რუსული საშუალება: ოთახის სურნელოვანი ნემსიწვერის რამდენიმე მწვანე ფოთოლი მოათავსეთ სელის ქსოვილზე ( აუცილებლად სელისა, ვინაიდან სელის ბოჭკოები - ყევლაზე მთავარია ამ მკურნალობაში ), დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და შეიხვიეთ, ხოლო ზემოდან დაიფარეთ თბილი თავსაფარით. შეგიძლიათ 2-3-ჯერ შეცვალოთ ფოთლები ახლით. 2 სთ-ის ტკივილი გაგიყუჩდებათ.
ბაღის პიტნა. 1 ს/კ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ხარშეთ 10 წთ, გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილით და ღამით.
ბოლოკი. ახალმომზადებული წვენი შეიზილეთ კანში ნერვის მიმართულებით ნევრალგიის, იშიასის, ნეკნთაშორისი ნევრალგიის მკურნალობისას.
გვირილა სამკურნალო. 4 ს/კ ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, ადუღეთ 10 წთ, გაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მესამედი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. გამოიყენება ნევროზებისა და კრუნჩხვების, სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, როგორც დამამშვიდებელი და კრუნჩხვებსაწინააღმდეგო საშუალება.
რჩევა

- ნევრალგიის შეტევისას კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გაჭერით შუაზე და ორივე ნახევარი დაუყოვნებლივ მიიდეთ იმ ადგილზე, სადაც ტკივილს ყველაზე ძლიერად გრძნობთ. როცა კვერხი გაგრილდება, ტკივილი გაქრება და დიდხანს აღარ შეგაწუხებთ.
- ნეკნთაშორისი ნევრალგიის დროს მჩხვლეტავი და მწვავე ტკივილები წარმოიქმნებიან ნეკნთაშორის მიმართულებით. ამ ნევრალგიის მიზეზს ჩვეულებრივ წარმოადგენს ხერხემლის დაავადება, ხოლო მაპროვიცირებელ ფაქტორს - ზედმეტად გაცივება. ნეკნთაშორის მიმართულებით ტკივილის გაჩენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს. როგორც წესი, მკურნალობა კომპლექსურია ( მედიკამენტური საშუალებები, ფიზიოთერაპევტული პროცედურები და სხვა ). ხალხური საშუალებები იგივეა, რაც ნევრალგიის სხვა ფორმების გამოვლენისას.