უნიკალური ხალხური რეცეპტები, რადიკულიტისა და სამწვერა ნერვის ანთების სამკურნალოდ!
რადიკულიტი ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთებაა. იგი მოულოდნელად, მცირე მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილით აღმოცენდება.
რადიკულიტი სამკურნალოდ ხალხური მედიცინა გვირჩევს:
რადიკულიტი სამკურნალოდ ხალხური მედიცინა გვირჩევს:
- რადიკულიტის და სამწვერა ნერვის ანთების დროს გვირჩევენ ვიხმაროთ შემდეგი სახის საცხი:
აიღეთ 250 გრ უმარილო კარაქი, 500 გრ ძმრის ესენცია და გათქვიფეთ მიქსერით. მტკივნეული ადგილები კარგად შეიზილეთ საცხით ( შეშრობამდე), შემდეგ შეიხვიეთ თბილად. პროცედურა დღის განმავლობაში გაიმეორეთ რამდენჯერმე. - რადიკულიტის დროს კარგ შედეგს იძლევა, აკაციის ყვავილის ნაყენის შეზელვა. ნაყენი შემდეგნაირად მზადდება:
აკაციის ყვავილი ჩატენეთ ქილაში, დაასხით ნავთი იმდენი, რომ კარგად დაიფაროს. ნაყენი სახმარად ვარგისია რამდენიმე თვის შემდეგ ( რაც ძველია, მით უკეთესი ). დღეში ერთხელ კარგად შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში. იგი წლობით ინახება. - რადიკულიტის სამკურნალო შემდეგი რეცეტი:
2,5 გრ მენთოლი, 1,5 გრ ანესტეზინი, 15 გრ ნოვოკაინი, 100 გრ სპირტი. რადიკულიტის დროს საჭიროა წამლის წასმა კისრის უკანა მხარეს, წელზე და საჯდომის ნერვის არეში. წამალი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე რევმატიზმისა და მარილების დაგროვების დროს. ავტორები გვირჩევენ აგრეთვე მაღალი წნევისა და უძილობის დროს წამლით კისრის დაზელას. - რადიკულიტის დროს, წელი ბოლოკის წვენით დაიზილეთ. ან გახეხილი ბოლოკი წაუსვით ტილოს ნაჭერს და დაიდეთ წელის არეში, შემდეგ თბილად შეიხვიეთ.
- რადიკულიტის დროს კარგ შედეგს იძლევა თქვენს მიერ დამზადებული საცხი. შეურიეთ ერთმანეთს თითო სუფრის კოვზი: სოდა, ზეთი, პურის ფქვილი და თაფლი. გამზადებული მასა გადაიტანეთ შალის ნაჭერზე და დაიდეთ წელის არეში. გაიჩერეთ მთელი ღამე, შემდეგ მოიწმინდეთ თბილი წყლით და თბილად შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.
- თუ წელის ტკივილი გაწუხებთ, ჭვავის ფქვილისაგან მოზილეთ ცომი საფუარის გარეშე. მოზელილი ცომი გააჩერეთ, როცა ამჟავდება შეურიეთ სკიპიდარი 30 წვეთის რაოდენობით. გამზადებული ცომი გააბრტყელეთ ოთხფენა მარლაზე, 1 - 2 სმ სისქით. დაიდეთ წელის არეში, ზემოდან შემოიხვიეთ შალი და გაიჩერეთ მთელი ღამე. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ ღამე. ერთი კვირის განმავლობაში. წელის ტკივილები მოგეხსნებათ და შვებას იგრძნობთ.