პასტა სოუსითა და ბადრიჯნებით- გემრიელი კერძი არა მარტო მარხვის დღეებისთვის

პასტა სოუსითა და ბადრიჯნებით- გემრიელი კერძი არა მარტო მარხვის დღეებისთვის
არაფერია იმაზე გემრიელი იტალიაში, ვიდრე პასტა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ნამდვილი პასტის მომზადების სწრაფ და მარტივ რეცეპტს.
მომზადების დრო- 30 წთ, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 269 კკ.

საჭირო მასალა:

  • გამხმარი ბაზილიკი
  • ნიორი- 1 კბილი
  • ზეითუნის ზეთი-2 ს.კ
  • პასტა- 250გ
  • ტომატი- 100გ
  • ბადრიჯანი- 200გ

მომზადების წესი:

  1. წყალი აადუღეთ, ჩაამატეთ მარილი და მოხარშეთ პასტა.
  2. სანამ გამზადდება, მოამზადეთ სოუსი.
  3. ზეითუნის ზეთი გაახურეთ ტაფაზე და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჯამში და იმავე ცხიმში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ბარიჯანიც, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ დაუმატეთ ტომატი და თუშეთ 5 წუთით. ამის შემდეგ დაამატეთ ბაზიკილი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 1-2 წუთით და აურიეთ პასტა.
გემრიელად მიირთვით.