ფარშირებული ბადრიჯანი- გემრიელი საზაფხულო კერძი
მომზადების დრო- 15 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 234 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- მარილი
- მსხვილი ან ზღვის მარილი
- ოხრახუში
- ორცხობილა
- 1 თავი ხახვი
- 2 ჩ.კ მშრალი მაიორანი
- ფქვილი
- ქამა სოკო
- 2 ბადრიჯანი
- 2 კბილი ნიორი
- ზეითუნის ზეთი- 4 ს.კ
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი გარეცხეთ და გაჭერით შუაში, დააყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით და ხელსახოცით შეამშრალეთ.
- ტაფაზე გაახურეთ 2 ს.კ ზეითუნის ზეთი. ბადრიჯნები ამოვალეთ ფქვილში და შეწვით 3 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. შემდეგ დააწყვეთ ხელსახოცხე რათა გაშრეს.
- ბადრიჯანს ფრთხილად ამოაცალეთ რბილობი, შემდეგ კი წვრილად დაჭერით და ცალკე გადადეთ.
- სოკო გარეცხეთ და დაჭერით. ხახვი და ნიორი დააქუცმაცეთ. ოხრახუში გარეცხეთ, გააშრეთ და ჭვრილად დაჭერით.
- 1 ს.კ ზეითუნის ზეთში მოთუშეთ სოკო, ხახვი და ნიორი 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ოხრახუში, მარაილი და წიწაკა გემოვნებით. თუშეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ტომატ პასტა და ბადრიჯნის რბილობი. კარგად აურიეთ.
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუზე. გულსართს დაუმატეთ მაიონეზი და ორცხობილა და კარგად აურიეთ. ამოავსეთ ბადრიჯნები და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.