სამარხვო მაკარონი ზღვისპროდუქტებით, ყაბაყითა და ნიგვზით
ამ გემრიელი კერძის რეცეპტი აუცილებლად უნდა იყოს ყველა დიასახლისის კულინარიულ წიგნში, რადგან გარდა იმისა რომ ის ადვილად მზადდება, ძალიან სასარგებლო და გემრიელია.
მომზადების დრი- 25 წთ, პორციების რაოდენობა-5, მომზადების სირთულე- ადვილი
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მომზადების დრი- 25 წთ, პორციების რაოდენობა-5, მომზადების სირთულე- ადვილი
საჭირო მასალა:
- მაკარონი- 400გ
- ზღვისპროდუქტები- 350გ
- ხახვი- 1 თავი
- ნახევარი ყაბაყი
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა
- მცენარეული ზეთი
- ტომატის პასტა- 20გ
- მწვანილი (ბაზილიკი, ოხრახუში, ქინძი)
- ნიგოზი- 80 გ
- ორეგანო
მომზადების წესი:
- აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მარილი, ჩაყარეთ მაკარონი და მოხარშეთ. შემდეგ გადმოიტანეთ თუშფალანგზე და ცივი წყალი გადაავლეთ.
- მოამზადეთ სოუსი: გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით რგოლებად შემდეგ კი მოთუშეთ ზეითუნის ზეთში.
- ყაბაყი გაარჩიეთ და თხლად დაჭერით, შემდეგ კი დაუმატეთ ხახვს. თუშეთ დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ტომატის პასტა და ორეგანო
- შემდეგ დაუმატეთ ზღვის პროდუქტები და კიდევ რამდენიმე წუთით თუშეთ.
- მანამ კი დაჭერით მწვანილი, ნიგოზი კი გახეხეთ და ჩაუმატეთ სოუსს.
- გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ რამდენიმე წუთით.
- სოუსი დაუმატეთ პასტას და კარგად აურიეთ.