სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების ნეგატიური თვისებები

სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების ნეგატიური თვისებები
ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელი გულწრფელად მიიჩნევს, რომ ყველაფერში იდეალურია. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, თუ რომელი უარყოფითი თვისებები ახასიათებს ამა თუ იმ ნიშანს.

ვერძი: ჯიუტი, მომთხოვნი, მოუთმენარი


ვერძი სწრაფ ტემპსაა მიჩვეული და ვერ იტანს მათ, ვინც ვერ ასწრებს. ასევე, არ უყვარს ლოდინი, არაკომპეტენტური ადამიანები, და ამიტომაც, გაღიზიანებისგან ხშირად ფეთქდება. და თუკი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია,ს აშინლად ჯიუტი ხდება.

კურო: მეტისმეტად მატერიალისტურია

კურო ცნობილია შრომისმოყვარეობით, მაგრამ ხანდახან ეგება ხაფანგში სახელწოდებით” მეზობელზე ნაკლებად ხომ არ ვიცხოვრებ”. დიდ ყურადღებას უთმობს მატერიალურ მხარეს და ქონებას. და თუკი დროულად არ შეჩერდება ამ მარათონში, შესაძლოა გადაიწვას. ფული კარგია, მაგრამ ზომიერება და ბალანსიც საჭიროა.

ტყუპები” ორპირები და ეშმაკები

ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ არანაკლებ ეშმაკებიც. იციან, როგორ მართონ ადამიანები და სიტუაცია სათავისოდ. ურცხვად იტყუებიან, ამიტომ დანარჩენ ნიშნებს მასთან ურთიერთობაში სიფრთხილე მართებთ.

კირჩხიბი: ხასიათის ადამიანი

კირჩხიბი ემოციურია და დაღონების მომენტებში მისი ემოცია ახალ ფაზაში გადადის: მოღუშულობა და გაღიზიანება უბრალოდ პიკს აღწევს. თუ რთული დღე ჰქონდა, უმჯობესია მარტო დატოვო, რათა კარგად დაფიქდეს ყველაფერზე.

ლომი: ძალაუფლების მოყვარული და კრიტიკისადმი მგრძნობიარე

ლომებს მუდამ გრანდიოზული გეგმები აქვთ, მომთხოვნები ხდებიან, არასოდეს თმობენ ლიდერ პოზიციებს და კიდევ, ვერ იტანენ კრიტიკას, თუნდაც კონსტრუქციულს.

ქალწული: კრიტიკანები და ზედმეტად მოფუსფუსეები


ეს ნიშანი გამოირჩევა ზედმეტი პერფექციონიზმით, პედანტურობითა და კრიტიკულობით. ვერ იტანენ, როცა საქმე სანახევროდაა გაკეთებული, ცდილობენ ადამიანები საკუთარი სტანდარტების ჩარჩოებში მოაქციონ.

სასწორები: მანიპულატორები და მატყუარები


ძალიან ჭკვიანი და მომხიბვლელი ნიშანია. სასწორები ისე მოხერხებულად იტყუებიან, რომ ვერასოდეს გამოიჭერ. ძირითადად, ცდილობს, თავისი ძალები სიკეთისთვის გამოიყენოს, მაგრამ როცა ვინმე აწყენინებს, თავს ვერ იკავებს საპასუხო დარტყმისგან.

მორიელი: აგრესიული და ჩაციკლული


მორიელი გახლავთ პიროვნება, რომელიც ან ძალიან კეთილია, ან ძალიან მზაკვარი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოსწონხართ თუ არა. თუ ურთიერთობაში პრობლემაა, სწრაფად ხდება აგრესიული. და კიდევ, ცოტათი ჩაციკლულია, ვერ ივიწყებს ძველ წყენებს.

მშვილდოსანი: უგრძნობი და მოუთმენარი

მშვილდოსანს უყვარს იმის პირდაპირ თქმა, რასაც ფიქრობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამით სხვას გული ატკინოს. და კიდევ, მოუთმენარია და ადვილად ღიზიანდება, განსაკუთრებით, თუ საქმე შეფერხებას ეხება.

თხის რქა: პესიმისტი და სხვისი მოთხოვნების უგულებელმყოფელი


თხის რქა თავს სკეპტიკოსად და რეალისტად მიიჩნევს. მაგრამ დანარჩენებისთვის, მისი ცხოვრებისეული მიდგომა საკმაოდ პესიმისტურია. გარშემომყოფებს არ მოსწონს, როცა თხის რქა მათ იდეებს სულელურს უწოდებს.

მერწყული: კარჩაკეტილი, ძნელად მისაღწევი და უემოციო


მერწყული - დახურული წიგნია, რომელიც საიდუმლოებებს არ გასცემს. თუ რაიმეს თქმა არ სურს, ცოცხალი თავით ვერ დააცდენ. ”ემოციურ კედელს” აგებს, რომელიც ახლობლებს აღონებს.

თევზები: დაბნეული, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება

თევზებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, ვერ უყრის თავს აზრებს, გონებაგაფანტული და დაბნეულია. ხშირად, საკუთარი ნეგატიური აზრების ტყვე ხდება.