საბედისწერო ურთიერთობების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ შეუძლიათ ერთად ყოფნა

საბედისწერო ურთიერთობების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ შეუძლიათ ერთად ყოფნა
ურთიერთობების ჰოროსკოპში არის ზოდიაქოს ნიშნების 6 წყვილი, რომლებსაც ერთად ყოფნა არ უწერიათ. ამის მიზეზი ენერგეტიკის დისჰარმონიაში და განსხვავებულ შეხედულებებშია. ისინი ერთმანეთს ნეგატივით აღავსებენ.

ვერძი-კურო

ვერძი - ჯიუტი და უტეხია, კურო - ემოციური და მგრძნობიარე. მათ ფულისა და მატერიალური ფასეულობების მიმართ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ვერძი თავქარიანია, კურო - დინჯი, ერთგულია თავისი საქმის და იმ ადამიანების, ვინც უყვარს. მოკლედ, ეს ორი ადამიანი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან ყველაფერში. ხანდახან ეს სასარგებლოცაა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

ტყუპები - თხის რქა

თხის რქა დინჯი, მკაცრი, არაკომუნიკაბელური, კარჩაკეტილი და ჯმუხია, ტყუპები კი პირიქით, ღია, კომუნიკაბელური, უყვარს ყურადღება, თავქარიანი, ზანტი და უდარდელი. ამას თხის რქა არ პატიობს. მათ არასოდეს მოსწონთ ერთმანეთ გაცნობის პირველი წუთიდანვე.

კირჩხიბი - სასწორი


კირჩხიბი სერიოზული, მიზანდასახული და დინჯია. სასწორი კი უაზროდ ლაქლაქებს, ისახავს გეგმებს, რომლებსაც განხორციელება არ უწერია. კირჩხიბი ასეთ ადამიანებს ვერ აღიქვამს. თავიდან შეიძლება მათ შორის ნაპერწკალმა გაიაროს, მაგრამ შემდეგ მათ უამრავი პრობლემა ხვდებათ.

ლომი - ქალწული

ლომი საკუთარი წესებით ცხოვრობს და ვერ იტანს კრიტიკას. ის იდეალურია და ყველა მას უნდა შეესაბამებოდეს. ქალწულს კი შენიშნვნების მიცემა უყვარს და გამუდმებით ახსენებს ლომს შეცდომებზე. ამას კი დიდი უსიამოვნება მოჰყვება. პრობლემები ფულთან დაკავშირებითაც აქვთ: ქალწული დამგროვებელია, ლომი - მფლანგველი. ეს გახლავთ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ვერსადროს უგებს.

მორიელი - მშვილდოსანი

მორიელს ოჯახი, შვილდები და სიმყუდროვე უნდა, მშვილდოსანი კი მუდამ წარმატებისკენ, ფულისკენ და ძალაუფლებისკენ მიიღწვის. მორიელი მუდამ გამოცდას უტარებს მეორე ნახევას, რაც ძალიან დამღლელია. მშვილდოსანი ასეთ ადამიანებს ვერ იტანს. ეს ადამიანები ერთმანეთისგან ძალიან შორს დგანან და მათი ერთად ყოფნის შანსი ნულის ტოლია.

მერწყული - თევზები


მეწრყული შრომისმოყვარეა და მუდამ მოძრაობაშია. ისვენებს, როცა მუშაობს და მუშაობს, როცა ისვენებს. უყვარს ექსტრიმი, სპორტი, მისთვის შეუძლებელი არაფერია. ვერ იტანს ზარმაცებს, როგორიცაა თევზები. ამით პრობლემები არ სრულდება. თევზებს ხელოვნება და იოლი ფული უყვარს, რის გამოც მას მერწყული ვერ იტანს. შეიძლება მათი ურთიერთობა დაიწყოს, მაგრამ დიდი ხნით არ გრძელდება.