რას ვერ იტანენ ურთიერთობებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

რას ვერ იტანენ ურთიერთობებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები
ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ზეგავლენა აქვს თქვენს ხასიათზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი განსხვავდება, მაგრამ ერთი და იმავე ნიშნის წარმომადგენლებს საერთო გარკვეული თვისებები და მანერები ახასიათებთ. გაიგეთ, თუ რას ვერ იტანს ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი ურთიერთობებში.

ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ვერ იტანენ ზარმაც ადამიანებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ვითარდებოდეს, და თუ საამისოდ არაფერს აკეთებს, ურთიერთობა არ გამოვა.

კურო

ვერ იტანენ მოფუსფუსე ადამიანებ, რომლებსაც მუდმივი მოძრაობა სჭირდებათ. კუროები სიმშვიდეს და სიმარტოვეს ამჯობინებენ, და თუკი ამას პარტნიორი ვერ იზიარებს, უნდა მიიღოს და გაიგოს ეს ფაქტი.

ტყუპები

ყტყუპები ვერ იტანენ, როცა პარტნიორი მათ ინტერესებსა და მოსაზრებას არ იზიარებს. მათ არამხოლოდ გაგება, არამედ, მხარდაჭერაც სჭირდებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბები ვერ იტანენ ისეთ პარტნიორს, რომელიც მათ გრძნობებსა და სიყვარულს ვერ აღიქვამს. კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა და სჭირდება, რომ ეს სათანადოდ დააფასონ.

ლომი

ლომები ვერ იტანენ მოკრძალებულ ადამიანებს, რომლებიც განზე დგანან და მწვერვალისკენ არ მიიღწვიან.

ქალწული

ქალწულებს არ უყვართ პარტნიორები, რომლებიც მიცემულ პირობებს არ ასრულებენ.

სასწორი

სასწორებს არ სურთ გვერდით ჰყავდეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან.

მორიელი

მორიელები აბსოლუტურად ვერ იტანენ ტყუილს, ამიტომ უმნიშვნელო სიცრუესაც არ პატიობენ.

მშვილდოსანი


ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ კარჩაკეტილი ადამიანები. მათ ისეთები სჭირდებათ, ვინც ავანტიურისა და თავგადასავლებისთვის არიან მზად.

თხის რქა

თხის რქები ვერ იტანენ მერყევ ადამიანებს, მხოლოდ თავდაჯერებული ადამიანების ხილვა სურთ მათ გვერდით.

მერწყული


მერწყული ურთიერთობას წყვეტს ისეთ ადამიანებთან, ვინც მის გაჩუმებას და საკუთარი აზრის თავზე მოხვევას ცდლიობს.

თევზები

თევზები მხოლოდ კეთილ და გულისხმიერ ადამიანებს ეგუებიან, რომლებიც მათ შინაგან სამყაროს უფრთხილდებიან.