ყველაზე ”მძიმე” ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-5

ყველაზე ”მძიმე” ზოდიაქოს ნიშნების ტოპ-5
საინტერესოა, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან ურთიერთობაში ”მძიმე” და ნაკლებად პოულობენ სხვებთან საერთო ენას. გაეცანით ყველაზე არაკომუნიკაბელური ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს.

1. მორიელი

მორიელი - მთელ ზოდიაქალურ მრავალფეროვნებაში ალბათ, ყველაზე მძიმე ნიშანი. და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ის მარსს მიეკუთვნება, ე.ი. ძლიერი და ფეთქებადია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მომხმარებლები არიან, ტავად კი იშვიათად გასცემენ რაიმეს სანაცვლოდ. ისინი მუდამ იმას იღებენ, რაც სურთ, თამამად მიილტვიან მიზნისკენ და გზად არავის ინდობენ. მათი მეორე მფარველი პლანეტა გახლავთ პლუტონი, ეს კი სულის სიღრმისა და დემონური ხასიათის სიმბოლოა. ეს არის ინდივიდუალისტების ნიშანი, რომელიც სხვების აზრს ვერ იტანს. იოლად წყვეტენ მეგობრობას, რომელსაც სარგებელი არ მოაქვს, ძალიან ეჭვიანები არიან, როგორც ყველა მესაკუთრე.


2. ვერძი

ვერძებს, ისევე როგორც მორიელებს, მარსი მფარველობს. თავმდაბლობა და თავშეკავებულობა მათ არ ახასიათებს. გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, რომ შედეგებზე არ ფიქრობენ. ამის გამო ხშირად ხვდებიან კონფლიქტურ სიტუაციებში. გამოკვეთილი ინდივიდუალისტები, ეგოისტები და ამპარტავნები არიან. თავს ყველაზე მაღლა აყენებენ. გამოირჩევიან ზედმეტი თავდაჯერებულობითა და ნარცისიზმით. ადვილი მისახვედრია, რომ მათთან კოლექტივში თანაცხოვრება რთული საქმეა.


3. ტყუპები

ეს გახლავთ საკმაოდ რთული ნიშანი საურთიერთობოდ. ტყუპებს ხშირად სდებენ ბრალს უგულობაში. ისინი ხშირად იოლ გზას ეძებენ, რაც ნევრასთენიას იწვევს. მუდმივად ხვალებადობის გამო ახლობლებს კარგავენ. ერთსა და იმავე ადგილს ვერ ეგუებიან და მუდმივად თავიანთი კუთხის ძიებაში არიან. ტყუპებს ორგანიზაციული ნიჭი არ გააჩნიათ და დაწყებული საქმის დასრულება უჭირთ.

4. მერწყული

მერწყულის მთავარი დახასიათება გახლავთ დამოუკიდებლობა და ორიგინალურობა. სწორედ ამ ნიშნის წყალობით ევლინებიან სამყაროს ”ფრიკები’ და თეთრი ყვავები. ეჩვენებათ, რომ მათი არავის ესმის, ხშირად მოსდით უსიამოვნებები, საზოგადოებაში გამომწვევად იქცევიან, უარყოფენ ყველას, ვინც მათი აზრით მათ დონემდე ვერ ქაჩავს. ხშირად რადიკალურები არიან, როგორც ურთიერთობაში, ასევე ჩაცმულობაში. მერწყულის სექსუალური სფერო მწირია, ამიტომ, ეროტიკულად ტემპერამენტიანი ნიშნებისთვის სახარბიელო არ არის მათთან ურთიერთობა.

5. თხის რქა


საკმაოდ დამოუკიდებელი ნიშანია, რომელსაც ძალუძს დინების წინააღმდეგ გაცურვა. თხის რქას უყვარს მუშაობა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამის გამო მთელი სამყარო მასთან ვალშია, რომ ყველამ მის მსგავსად უნდა იშრომოს. უყვარს ფული და ხშირად ხელმომჭირნეა. სიჯიუტის გამო უსიამოვნებებში ეხვევა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შორის ბევრი მელანქოლიკია. ყველაფრის მიმართ ეჭვიანობასაც მათ საუკეთესო მხარეს ვერ უწოდებ.