სინამდვილეში რას ფიქრობენ თქვენზე მეგობრები (ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით)

სინამდვილეში რას ფიქრობენ თქვენზე მეგობრები (ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით)
მეგობრობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუ გულწრფელ ურთიერთობებზეა საუბარი. უნდა ვიცოდეთ მეგობრის მხარდაჭერა რთულ მომენტებში, გავიზიაროთ მათი ბედნიერებაც და მწუხარებაც. სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს მეგობრობა თავისებურად ესმის და ეხერხება. აი, რას ფიქრობენ თქვენზე მეგობრები თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე:

ვერძი


უამრავი იდეა გაგაჩნიათ, მაგრამ თქვენს მეგობრებსაც აქვთ იდეები და მათ სურთ, რომ ხმის უფლება მისცეთ ხანდახან. მოუსმინეთ მათ აზრს და დაეხმარეთ საჭიროების შემთხვევაში.

კურო

თქვენი მეგობრები უკმაყოფილონი არიან, რომ ვერ ახერხებენ თქვენთან გულღია საუბრებს.

ტყუპები

თქვენს მეგობრებს სურთ, რომ შეასრულოთ დანაპირებები. ნუ გატეხთ მიცემულ სიტყვას.

კირჩხიბი


ეცადეთ არ დატვირთოთ მეგობრები ნეგატივით, მეგობრობა ხომ უსასრულო დახმარების გაწევაზე არ არის აგებული, რომელიც უპასუხოდ რჩება.

ლომი

გაიგეთ, რომ სამყარო თქვენს ირგვლივ არ ბრუნავს და ნუ მოექცევით მეგობრებს ქედმაღლურად, ნუ მოაბეზრებთ ამით თავს.

ქალწული

თქვენს მეგობრებს არ მოსწონთ, რომ მუდმივად აკრიტიკებთ საკუთარ თავს. იღლებიან თქვენს დარწმუნებაში, რომ არ ხართ მართალი.

სასწორი

თქვენს მეგობრებს სურთ, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში მეტად თამამი იყოთ. მათ აღიზიანებთ თქვენი აწონ-დაწონვის თვისება.

მორიელი


ნუ ხართ ასეთი დიქტატორი და მესაკუთრე. ეს არავის მოეწონება.

მშვილდოსანი

ხანდახან მეგობრებს თქვენთან გულღია საუბარი სურთ, მაგრამ ვერასოდეს იცლით, რადგან სულ სადღაც გეჩქარებათ.

თხის რქა


ისე იქცევით, თითქოს სხვაზე უკეთ იცით ყველაფერი. მეგობრებს კი ეს არ სიამოვნებთ.

მერწყული

გაიხსენით ახლობლებისთვის. ხანდახან ძალიან ცივად ექცევით მათ, ვისაც მართლა უყვარხართ.

თევზები

ეცადეთ იყოთ ნაკლებად მეოცნებე, როცა მეგობრებთან ურთიერთობთ, მათ ეჩვენებათ, რომ სადღაც დაფრინავთ და არავის უსმენთ.