რატომ ხდებიან ტყუპები საუკეთესო მეგობრები უფრო ხშირად, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები

რატომ ხდებიან ტყუპები საუკეთესო მეგობრები უფრო ხშირად, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები
ძირითადი მიზეზები, თუ რატომ ხდებიან ტყუპები საუკეთესო მეგობრები.

ჯერ ერთი, ტყუპები მარტოხელები არ არიან: არასოდეს იკეტებიან საკუთარ თავში, არ ქრებიან ჰორიზონტიდან. უყვართ მეგობრებისთვის პატარა მესიჯების გაგზავნა, მოთხრობა, თუ როგორ ჩაიარა მათმა დღემ. ცდილობენ, საქმის კურსში გამყოფონ, თუ რა ხდება მათ თავს, ასევე, აინტერესებთ თქვენი ცხოვრებაც. მათი კომუნიკაბელურობა სულაც არაა დამღლელი.

მეორეც, ტყუპები ძალიან მხიარულები და ქარიზმატულები არიან. მათი ტვინი ელვის სისწრაფით მუშაობს, იდეების გენერატორები არიან, მათთან საუბარში უხერხულობა არასდროს ჩნდება. მზად არიან, დაუღლელად გესაუბროთ, ამის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ.

და მესამეც, მათთან არასოდეს მოიწყენ. ტყუპებს ეშინიათ მოწყენილობის და იგონებენ უამრავ ხერხს, რათა თავიდან აიცილონ: აგებენ გეგმებს იმის თაობაზე, თუ სად წავიდნენ და გაერთონ, უყვართ მოგზაურობა, სპონტაუნრები არიან და ცხოვრების მუდმივი ცვლილებები არ აშინებთ.