საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საუკეთესო მეგობარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვინ არ მიგატოვებთ რთულ მომენტში, ვინ განუგეშებთ და დაგიდგებათ მუდამ გვერდით? ვინ გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი?

ვერძი
ვერძი იდეალური მეგობარია ლომისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულისა და მშვილდოსნისთვის. ვინაიდან, ეს ცეცხლის ნიშანია, ვერძები ადვილად ენთებიან და ლიდერობისკენ იღწვიან. ისინი მზად არიან, ნებისმიერ მომენტში დაუდგნენ მეგობარს გვერდით, მაგრამ ხანდახან სულიერ მხარეს მატერიალურს ამჯობინებენ.

კურო
კარგად მეგობრობს კირჩხიბთან, თევზებთან, ქალწულთან და თხის რქასთან. კუროს ოჯახსა და მეგობრობას შორის მკაფიო ზღვარი აქვს გავლებული, რომლის გადაკვეთა ყველასათვის აკრძალულია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ, თუკი ისინი ნამდვილად მეგობრობენ ვინმესთან, არაფერს დაიშურებენ მათთვის.

ტყუპები
შესანიშნავად ეწყობა ლომს, ვერძს, სასწორსა და მერწყულს. კომუნიკაციის მაღალი განვითარება ტყუპებს მუდამ უამრავ მეგობარს სძენს. მათ იციან მოსმენა და მოყოლაც. უპირველეს ყოვლისა, მეგობრებში ინტელექტს აფასებენ.

კირჩხიბი
მეგობრობს ქალწულთან, თევზებთან, ვერძთან და მორიელთან. არ უყვართ ახალი ურთიერთობების გაბმა, ურჩევნიათ, ძველი შეინარჩუნონ. ისინი ერთგულები იქნებიან მანამ, სანამ თქვენს ნდობას ეჭვქვეშ არ დააყენებენ.

ლომი
იდეალურია ლომის მეგობრობა სასწორთან, ვერძთან, მშვილდოსანთან და ტყუპებთან. ნამდვილი ლიდერები, რომლებიც საყოველთაო ყურადღებას ითხოვენ. მოიუხედავად ამისა, მათთვის რთულია ვინმესთან დამეგობრება. შორიდან ლომი მუდგომელ ციხე-სიმაგრეს ჰგავს, სინამდვილეში ის ძალიან მგრძნობიარეა და ეშინია ადამიანების ახლოს მიშვება.

ქალწული
მეგობრობს კუროსთან, თხის რქასთან, მორიელთან და კირჩხიბთან. თითქმის ყოველთვის საკუთარ თავში იკეტებიან, თავდაუჯერებელ ქალწულებს უჭირთ ვინმესთან დამეგობრება. მაგრამ თუკი ეს მოხდა, მუდამ გქონდეთ მათი მხარდაჭერის იმედი. ისინი არასოდეს ღალატობენ მეგობრებს.

სასწორი

მეგობრობს ლომთან, მშვილდოსანთან, ტყუპებთან და მერწყულთან. ხასიათით იდეალის სასწორებს მუდამ ლიდერობა სურთ და აკონტროლებენ ყველაფერს. პროფესიონალები არიან სხვებისთვის კონსულტაციის გაწევაში. შემქნილი სიტუაციის პლუსებსა და მინუსებს შესანიშნავად აფასებენ.

მორიელი
მეგობრობს თხის რქასთან, ქალწულთან, თევზებთან და კირჩხიბთან. მორიელები ცხოვრების დახურულ წესს მისდევენ, ამიტომაც მათი საურთიერთობო წრე ვიწროა. ფრთხილად იყავით მასთან მეგობრობაში, ერთი არასწორი ნაბიჯი და, საუკეთესო მეგობრიდან მტრად იქცევით.


მშვილდოსანი
მეგობრობს სასწორთან, მერწყულთან, ვერძთან და ლომთან. შესანიშნავი კომუნიკაბელური თვისებების მქონე მშვილდოსნები კარგი მეგობრები არიან. გახსნილები, სიამოვნებას იღებენ მეგობრებთან ერთად თავგადასავლებისგან. არასოდეს კარნახობენ პირობებს.


თხის რქა
მეგობრობს მორიელთან, თევზებთან, ვერძთან და ქალწულთან. მათ ლიდერის ფარული თვისებები გააჩნიათ, მეგობრების მიმართ ლოიალურები, მზად არიან ნებისმიერ შემთხვევაში დასახმარებლად ნებისმიერი ქვეტექსტის გარეშე.

მერწყული

მეგობრობს ვერძთან, სასწორთან, ტყუპებთან და მშვილდოსანთან. მერწყულებს უამრავი ნაცნობი ჰყავთ, ამის გამო, მჭიდრო ურთიერთობებს იშვიათად ამყარებენ. თავისუფლების მოყვარულ ამ ნიშანს არ უყვარს, როდესაც ვინმე საკუთარ აზრს ახვევს, არც თავად არის ამით გატაცებული. ერთადერთი, რაც მყარი მეგობრობის საწინდარი შეიძლება გახდეს, არის ინტელექტი.


თევზები

მეგობრობენ თხის რქასთან, ვერძთან, კირჩხიბთან და მორიელთან. ადამიანებთან ურთიერთობაში თევზებს შემოქმედებითი გონება და კომუნიკაბელურობა ეხმარება. ბუნებით ჩაკეტილები არიან, მაგრამ გულუხვები, მუდამ მზად არიან, დაეხმარონ მეგობარს. იციან მოსმენა და სიტუაციის სწორი გაანალიზება. მათთან მეგობრობა ძალიან მყარი და სანდოა.