დიასახლისებო, შეიმსუბუქეთ ერთხელ და სამუდამოდ ყოველდღიური რუტინა ამ 11 რჩევის გამოყენებით!

დიასახლისებო, შეიმსუბუქეთ ერთხელ და სამუდამოდ ყოველდღიური რუტინა ამ 11 რჩევის გამოყენებით!
ხანდახან დგება მომენტი, როცა ვერაფერს თავს ვერ აბამ, გიფუჭდება ხასიათი არეულობის გამო და წარმოდგენა არ გაქვს, საიდან დაიწყო დალაგება. თუ ასეთი რამ თქვენთვის ნაცნობია, იპოვეთ გამოსავალი - ასე მუდმივად ხომ ვერ გაგრძელდება?!

მოდით, ვეცდებით დაგეხმაროთ: ჩვენ რამდენიმე რჩევას მოვუყარეთ თავი, რომლებიც საგრძნობლად გაგიადვილებთ ყოველდღიურ რუტინას. გამოიყენეთ და დატკბით ცხოვრებით!

  1. იცით რა? ერთხელაც დარეკეთ ქლინინგ-კომპანიაში და გამოიძახეთ დამლაგებლები. ნახევარ წელიწადში ერთხელ - ეს სულაც არ არის ძვირი. მოვლენ და ყოველგვარი ისტერიკებისა და ნერვების მოშლის გარეშე დაგიწკრიალებენ სახლს. თქვენ კი ამ დროს გაისეირნეთ მეგობრებთან ერთად.



  2. გეყოთ სხვადასხვა ”ნაზი” საშუალებების გამოყენება, რომლებიც არაფერსაც არ წმენდენ. იყიდეთ ხელთათმანები და ყველაზე თერმობირთვული ქიმია: დაასხამთ, დაელოდებით 1 წუთს და გარეცხავთ!
  3. იმისათვის, რომ შეწვა-მოხრაკვის შემდეგ გაზქურის გახეხვამ არ მოგიწიოთ, დააფინეთ ფოლგა, შემდეგ კი ტაფა დადგით. დაასრულებთ - აიღებთ! გაზქურა სუფთაა!
  4. კიდევ ერთი ხრიკი: დაასველეთ გაზქურის ირგვლივ კედლები და მიადეთ ცელოფანი. ის შესანიშნავად დაიცავს ცხიმის შხეფებისგან.
  5. გადაყარეთ დღეს 10 უსარგებლო ნივთი. ხვალ - კიდევ 10, ზეგაც - 10. ნუ ეძებთ ლოგიკას, უბრალოდ გადაყარეთ ის, რასაც არ იყენებთ.



  6. არ გიფიქრიათ, რომ ბოსტნეულის გათლა არა პირდაპირ ნიჟარაში, არამედ, ნიჟარაში მოთავსებულ დურშლაგში უფრო მოხერხებულია? როდესაც დაასრულებთ, ნარჩენებს უბრალოდ გადაყრით და მორჩა!
  7. შეკრიჭეთ კატა - ეს შესანიშნავი ხერხია იმისთვის, რომ მთელ სახლში კატის ბალანი არ იყოს მოპნეული.
  8. მულტი-ხარშვა უამრავ პრობლემას აგვარებს. გვერწმუნეთ, ასეთი წესით მომზადებული კერძები უგემური რომ იყოს, ამ მოწყობილობას არავინ გამოუშვებდა.



  9. სხვათა შორის, რობოტი-მტვერსასრუტიც შესანიშნავი ნივთია. ის მულტი-ხარშვის მოწყობილობასაც კი სჯობს.
  10. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ თეთრეულისა და ჯინსების გაუთოვება აუცილებელი არ არის.
  11. ყურადღება! თუ მტვრის მოსაწმენდ ჩვარს თეთრეულის კონდიციონერში ამოავლებთ, შემდეგ კი ზედაპირს მოუსმევთ, მტვერი კარგა ხანს არ შეგაწუხებთ.