თუ ამ ჯადოსნურ-სასუქს გამოიყენებთ თქვენი ყვავილები დიდხანს და ლამაზად იყვავილებს!

თუ ამ ჯადოსნურ-სასუქს გამოიყენებთ თქვენი ყვავილები დიდხანს და ლამაზად იყვავილებს!
თუ ყვავილებს ბუტონიზაციის პერიოდში კარგად მოვუვლით, აუცილებლად უხვად დაგვაჯილდოვებენ! სასუქის გამოყენება ხანგრძლივი ყვავილობის გარანტიას იძლევა. ბუტონები მაგრდება, შედეგად კი ყვავილებიც უფრო დიდი და ხასხასა ფერის იქნება.

გამოიყენეთ ჩვენი მეთოდი და დატკბით ყვავილების სილამაზით ხანგრძლივად!

ოთახის მცენარეების სასუქი

საჭირო მასალა


  • პლასტმასის ბოთლი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 1 ჩ.კ. აბუსალათინის ზეთი


გამოყენება

  1. ჩაასხით ლიტრიან ბოთლში ოთახის ტემპერატურის წყალი.
  2. დაამატეთ აბუსალათინის ზეთი, მოხუფეთ და კარგად შეანჯღრიეთ.
  3. მნიშვნელოვანი მომენტი: მორწყით ყვავილები უმალვე შენჯღრევისთანავე, სხვაგვარად, ზეთმა შეიძლება მცენარეების ძირები დაწვას.





მცენარეებისთვის, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავილობს, მსგავსი მორწყვა ერთხელაც საკმარისია. სხვები კი, რომლებიც მუდმივად ჰყვავის, შეგიძლიათ თვეში ერთხელ მორწყათ ამგვარად. თხევად სასუქებს საოცარი შედეგი მოაქვთ: ყვავილები წარმოუდგენლად ლამაზდება!