როგორ გავწმინდოთ მარტივად გაზქურის ზედაპირი. რჩევა, რომლის შემდეგ იგი ახალივით იბრწყინებს!

როგორ გავწმინდოთ მარტივად გაზქურის ზედაპირი. რჩევა, რომლის შემდეგ იგი ახალივით იბრწყინებს!
სამზარეულო გახლავთ ადგილი, რომელსაც მუდმივად სჭირდება დალაგება, რადგან კერძების მომზადების შემდეგ ხვადასხვა გაუთვალისწინებელი სიტუაცია იქმნება. ყველაზე ბინძური ადგილი კი, უდავოდ, გაზქურაა.

არაერთი დიასახლისი შეხვედრია გაზქურის ზედაპირის გაწმენდის პრობლემას. ეს უსიამოვნო და რთული პროცედურაა. ჩვენი რჩევის გათვალისწინებით ახლა უკვე თავს არიდებთ ამ ხანგრძლივ პროცესს.

როგორ გავწმინდოთ გაზქურის ზედაპირი



სამუშაო პროცესი
  1. აიღეთ პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსდება გაზქურის ზედაპირი და კარგად მოაპკურეთ ნიშადურის სპირტი.
  2. დატოვეთ ზედაპირი პარკში მთელი ღამით. სპირტის ნაცვლად შეგიძლიათ ზედაპირის ნებისმიერი გამწმენდი საშუალება გამოიყენოთ.
  3. ჩაიცვით ხელთათმანები და ამოიღეთ ზედაპირი პარკიდან. უბრალოდ მოუსვით ღრუბელი და გაავლეთ წყალში.
  4. უსიამოვნო სურნელი რომ არ შეისუნთქოთ, ჩაატარეთ პროცედურა ისეთ ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება.

სხვათა შორის, ამავე პროცედურას ჩაატარებთ გამწოვის შემთხვევაშიც, რომელცეზ ასევე დიდი ოდენობით ცხიმი გროვდება.