დიასახლისებო, 12 სუპერ ხრიკი სპეციალურად თქვენთვის. არ გამოტოვოთ!
თითოეული დიასახლისისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რამხელა სირთულეს წარმოადგენს სახლის დალაგება-დასუფთავება. ეს საქმიანობა საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ საკუთარი მკითხველისთვის მოაგროვა სასარგებლო ხრიკები, რომელთა დახმარებით თითოეული დიასახლისის ყოველდღიური ცხოვრება საგრძნობლად გამარტივდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის, სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.
ხრიკები სპეციალურად დიასახლისებისთვის
ისარგებლეთ ამ ხრიკებით და თქვენთის სახლის დალაგება-დასუფთავება საგრძნობლად გამარტივდება. დიასახლისებო, არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!
სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქციამ საკუთარი მკითხველისთვის მოაგროვა სასარგებლო ხრიკები, რომელთა დახმარებით თითოეული დიასახლისის ყოველდღიური ცხოვრება საგრძნობლად გამარტივდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის, ჩვენი მკითხველისთვის, სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.
ხრიკები სპეციალურად დიასახლისებისთვის
- მბზინვარე ონკანი
ჩაალბეთ ქაღალდის ხელსახოცი ვაშლის ძმარში და შემოახვიეთ ის ონკანს. დატოვეთ ონკანი ამ მდგომარეობაში 30-40 წუთის განმავლობაში. მოაშორეთ ხელსახოცი ონკანს და გააპრიალეთ ის საბავშვო ზეთით. ამ პროცედურის შემდეგ ონკანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისუფთავისგან იბრწყინებს. - ჟანგის მოშორება
შუაზე გაჭრილ ლიმონს მოაყარეთ მცირეოდენი მარილი და მისი გამოყენებით კარგად დაამუშავეთ დაჟანგული ზედაპირი. ამ პროცედურის ეფექტურობა გაგაოცებთ! - მტვრის მოშორება სავენტილაციო სისტემიდან
თუ თქვენ სავენტილაციო სისტემის ბადეს ცვილით დაამუშავებთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაზღვეულები იქნებით მასზე მტვრის დაგროვებისგან. - მბზინვარე აბაზანა
აავსეთ აბაზანა ცხელი წყლით და გახსენით მასში 2 პორცია ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი. დატოვეთ ეს ხსნარი სამოქმედოდ მთელი ღამის განმავლობაში. მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ! - გრანიტის ზედაპირის გაპრიალება
შეურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის ჩიქა წყალი, 50 მლ სპირტი და რამდენიმე წვეთი თხევადი საპონი. მიღებულ ნარევში ოდნავ დაასველეთ რბილი ქსოვილი და შეუდექით გრანიტის ზედაპირის წმენდას. ის სისუფთავისგან იბრწყინებს! - სუფთა ფილები
საკვები სოდა - საუკეთესო საშუალება მეტლახის ფილების გასაპრიალებლად. - მიკროტალღური ღუმელი
საშუალო ზომის ჭურჭელი გაავსეთ წყლით და ჩაყარეთ მასში სიგრძეზე დაჭრილი ლიმონი. მოათავსეთ ჭურჭელი ღუმელში და ჩართეთ ის. 5 წუთის შემდეგ გააპრიალეთ მიკროტალღური ღუმელის შიდა კედლები უბრალო ქსოვილის გამოყენებით. ის ახალივით იბრწყინებს. - გაზქურის ბადის გაპრიალება
წყლის, სოდისა და რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგის ნარევი - საუკეთესო საშუალება გაზქურის ბადიდან რთული ლაქების ამოსაყვანად. წყალი და სოდა უნდა გახსნათ ერთმანეთში იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ პასტებრი მასა, რომელშიც შემდეგ ჩაამატებთ რამდენიმე წვეთ წყალბადის ზეჟანგს. კარგად შეაზილეთ ეს ნარევი გაზქურის ბადეს და 10 წუთის შემდეგ გაწმინდეთ ის უხეში ქსოვილის გამოყენებით. - სამზარეულოს ხისა და პლასტმასის დაფები
იმისათვის, რომ დაუბრუნოთ პირვანდელი იერსახე სამზარეულოს დაფებს, დაამუშავეთ მათი ზედაპირი შუაზე გაჭრილი ლიმონით. თუ თქვენ ამ პროცედურის ჩატარებამდე დაფას მარილს მოაყრით, მიღებული შედეგი კიდევ უფრო მეტად გასაოცარი იქნება. - სუფთა ჟალუზები
თუ თქვენ ჟალუზს ტენიან ქსოვილს შემდეგნაირად შემოახვევთ (დააკვირდით ფოტოს) მისი გაპრიალება სირთულესთან აღარ იქნება დაკავშირებული. - არანაირი ლაქა ყავის ჩიქებზე
ციტრუსის დამარილებული კანი საუკეთესო საშუალებაა ჭურჭლიდან რთული ლაქების მოსაშორებლად. - სუფთა ტაფა
ჩაასხით ტაფაში მცირეოდენი ძმარი და წამოადუღეთ ის. გადაღვარეთ ძმარი ტაფიდან და გააპრიალეთ მისი ზედაპირი სოდის გამოყენებით. თქვენი ტაფა ახალივით იბრწყინებს!
ცნობისთვის, არსებობს კიდევ ერთი გასაოცარი და ძალზედ ეფექტური მეთოდი ტაფებისა და ქვაბების გასაპრიალებლად. მოაყარეთ ჭურჭელის ზედაპირს მარილი და შემდეგ კარგად დაამუშავეთ ის შუაზე გაჭრილი კარტოფილით. ამ პროცედურის შემდეგ ტაფა ჩვეულებისამებრ.
ისარგებლეთ ამ ხრიკებით და თქვენთის სახლის დალაგება-დასუფთავება საგრძნობლად გამარტივდება. დიასახლისებო, არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის!