როგორ შევარჩიოთ სწორად ტაფა?

კარგი ტაფა - ეს სამზარეულს უმნიშვნელოვანესი ჭურჭელია. მას ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ. იმისათვის, რომ ტაფა თქვენი დამხმარე გახდეს და არა მტერი, საჭიროა სწორად შეარჩიოთ ის ყიდვისას. ხარისხიანი ჭურჭელი ხომ კერძის მომზადებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ინგრედიენტები და თქვენი კულინარიული შესაძლებლობები.

1. ქურის ტიპი

ქურის ტიპი - ეს პირველი და ყველაზე მთავარია, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ტაფის შერჩევისას. თუკი გაზის ქურა გაქვთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი დაფარვის ტაფა.

ელექტრო ქურისთვის უმჯობესია შეიძინოთ გლუვ ფსკერიანი ტაფა, რომლის დიამეტრის კანფორის დიამეტრის ზომა იქნება. თუკი ინდუქციური ქურა გაქვთ, ჯობს შეარჩიოთ ინდუქციური ფსკერის მქონე ტაფა, რადგან სხვა უბრალოდ არ გაცხელდება.

2. ტაფის გამძლეობა

ერთი შეხედვით რთულია გაარკვიოთ რამდენად გამძლე და ხარისხიანია ჭურჭელი. ამიტომაც გაარკვიეთ მაღაზიაში კონსულტანტთან ჭურჭლის თვისებები.
დაიმახსოვრეთ, რომ იდეალური ტაფა უნდა უძებდეს ნებისმიერი სამზარეულ მოწყობილობის ზემოქმედებას: კოვზის, ნიჩბის და ასე შემდეგ.

3. ტაფის ძირი

შეარჩიეთ სქელძირიანი ტაფა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სქელძირიან ტაფის ფსკერი თანაბრად ცხელდება და შესაბამისად თანაბრად მომზადდება კერძიც. გაგიკვირდებათ და ასეთ ჭურჭელში ბევრად სასიამოვნო და მარტივია კერძის მომზადება! ამასთან დიდხანსაც გაგიძლებთ.

4. სახელური

როგორ შევარჩიოთ სწორად ტაფა?

კარგ ტაფას მაქსიმალურად გამძლე და ჭურჭელთნ მჭიდროდ მიმაგრებული სახელური უნდა ჰქონდეს. იდეალური იქნება, თუკი მომზადებისას სახელური არ გაცხელდება, უფრო უკეთესი კი იქნება - თუკი ის მოსახსნელი იქნება. ასეთ შემთხვევაში ტაფას ღუმელში მოსამზადებელი კერძებისთვისაც გამოიყენებთ.

5. სპეციალური ტაფები

თუკი სამზარეულოში დიდ დროს ატარებთ, თქვენს არსენალში არაერთი ტაფა უნდა მოიპოვებოდეს. ყურადღება მიაქციეთ სპეციალურ ტაფებს, მაგალითად, გრილს ან ბლინისას.

6. სიმხურვალის ინდიკატორი

სიმხურვალის ინდიკატორი კერძს 180 გრადუსზე ამზადებს. ეს ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა კერძის მოსამზადებლად, რადგან პროდუქტები ამ დროს არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.

7. უწვავი დაფარვა

დღეს ძალიან პოპულარული გახდა ჭურჭელი ასეთი დაფარვით და ტყუილად არა, რადგან ასეთ ჭურჭელში შეგიძლიათ კერძი ცხიმის გარეშე მოამზადოთ, რაც ბევრად სასარგებლოა! ასევე უწვავი ზედაპირის მქონე ჭურჭლის გარეცხვა ბევრად მარტივია.шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: