შოკოლადის ბლინები
fpaparazzi-მა უგემრიელესი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი დესერტის რეცეპტი მოგიმზადათ... თამამად დაპატიჟეთ მეგობრები გემრიელ ნუგბარზე.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კვერცხი 2
- შაქარი 1 ს.კ
- რძე 200 მლ
- ცხელი წყალი 200 მლ
- მარილი 1/2 ჩ.კ
- ფქვილი 180-200 გ
- კაკაო 1.5 ს.კ
- სოდა დანის წვერით
- ზეთი 2 ს.კ
მომზადების წესი:
- ტაფა საშუალო ცეცხლზე დადგით გასაცხელებლად. სანამ საჭირო ტემპერატურამდე გაცხელდება ცომი გაკეთებასაც მოასწრებთ.
- კვერცხს დაამატეთ შაქარი, რძე, ზომიერად ცხელი წყალი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი, ფქვილი, კაკაო და სულ ცოტა სოდა. კარგად ათქვიფეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. ბოლოს შეურიეთ ზეთი.
- დაასხით ტაფაზე საჭირო რაოდენობის ცომი, სწრაფად დაატრიალეთ ტაფა, რომ ცომი კარგად განაწილდეს. გამოაცხეთ ორიევე მხრიდან.
- თბილ ბლინს ძალიან თხლად გადაუსვით შოკოლადის კრემი (ნუთელა ან ნებისმიერი მსგავსი) ან თუნდაც გამდნარი შოკოლადი წაუსვით.
- დაალაგეთ თხლად დაჭრილი ბანანი (უხდება მარწყვი, ჟოლო, ალუბალი და ა.შ.). ბლინები გადაკეცეთ ან ერთმანეთზე დაალაგეთ.
გემრიელად მიირთვით!