ტკბილი ოლადები ფქვილის, მანის ბურღულისა და შაქრის გარეშე. თავს ამით ვანებივრებ მაშინ, როცა ინსტრუქტორი დიეტას მინიშნავს!

ტკბილი ოლადები ფქვილის, მანის ბურღულისა და შაქრის გარეშე. თავს ამით ვანებივრებ მაშინ, როცა ინსტრუქტორი დიეტას მინიშნავს!
ბანანის ოლადები - ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვინც დიეტაზეა. ნებისმიერი დიეტა რაციონიდან პურ-ფუნთუშეულსა და შაქარს გამორიცხავს, მაგრამ ხანდახან ისე გვინდა, თუნდაც რამდენიმე ბლინის მირთმევა.

თუკი სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, მაშინ გაიქეცით მაღაზიაში ბანანის საყიდლად. სანამ ტაფა გაცხელდება, ცომი მზად გექნებათ.

საჭირო მასალა:

  • ბანანი 2 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • შვრიის ფანტელი 100 გ
  • დარიჩინი მწიკვი


მომზადების წესი:

  1. შვრიის ფანტელი დაფქვით. ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაუმატეთ კვერცხი, შვრიის ფქვილი და დარიჩინი.
  2. რჩევა: ფქვილმა შეიძლება ძალიან გაასქელოს მასა, ამიტომაც თუ ზედმეტი მოგივიდათ, შეგიძლიათ გაათხელოთ რძით არაჟნის კონსისტენციის მიღებამდე.
  3. გამოაცხვეთ ოლადები მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე: უბრალოდ ოდნავ დაბრაწეთ ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!