ყავა ბათუმურად- როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ყავა
ალბათ დამეთანხმებით, რომ ბათუმში მომზადებული ყავა ძალიან გემრიელი და არომატულია. გასწავლით როგორ მოამზადოთ ბათმური ყავა სახლის პირობებში.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- 2ჩ.კ ყავის მარცვლები
- 2ჩ.კ შაქარი
- 1კბილი ნიორი
- 2 ყავის ჭიქა წყალი
- დაბალ ცეცხლზე დადგით ტაფა, დაყარეთ ყავის მარცვლები და ხის კოვზით ურიეთ. არომატისთვის დაუმატეთ ერთი კბილი ნიორი.
- რამდენიმე წუთის შემდეგ ტაფა გადმოდგით ცეცხლიდან და მარცვლები გადაიტანეთ ხელსახოცზე. როდესაც გაცივდება, დაფქვით.
- ყავის მადუღარაში ჩაყარეთ 1 ჩ.კ დაფქული ყავა, შაქარი, დაასხით წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე ისე რომ არ მოურიეთ. პირველი ქაფი მოხადეთ, მას შემდეგ კი რაც ადუღებამდე მიიყვანთ, ყავა ჩიქებში ჩამოასხით.