პომიდვრის უგემრიელესი პიურე ზამთრისთვის

პომიდვრის უგემრიელესი პიურე ზამთრისთვის
fpaparazzi გთავაზობთ უმარტივესი ტომატპასტის რეცეპტს, რომელიც ზამთარში აუცილებლად გამოგადგებათ.

საჭირო მასალა:
  • პამიდორი
  • მარილი

მომზადების წესი:
  1. გარეცხილი, საღი პამიდორი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი (დაახლ. 85 გრ.) წყალი და დავახუროთ თავზე. დავტოვოთ 10-15 წუთი.
  2. დარბილებული პამიდორი ცხელივე გავხეხოთ რომ თესლი და კანი გასძვრეს.
  3. გადავიტანოთ ემალის ჭურჭელში და დავიწყოთ პიურეს მომზადება. ხშირად ვურიოთ ხის კოვზით, რომ არ დაიწვას, თორემ უსიამოვნო გემოს მიიღებს. პიურე უნდა განახევრდეს და გასქელდეს.
  4. 1 ლ პიურეზე დავამატოთ 2 ს.კ მარილი, კარგად გავხსნათ და ცხელი, მდუღარე მასა ჩავასხათ სუფტა მინის ქილებში ან ბოთლებში. მჭიდროდ დავახუროთ თავზე და გაციების შემდეგ შევინახოთ გრილ ადგილას.
  5. შევარჩიოთ პომიდვრის ისეთი სახეობა, რომელსაც ცოტა წვენი აქვს და უფრო "ხორციანია".

გემრიელად მიირთვით!