გემრიელი და არომატული პომიდვრის საწებელის სოუსი ზამთრისთვის შესანახად
მომზადების დრო- 15 წუთი, პორციების რაოდენობა- 7, მომზადების სირთულე- მარტივი
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- მარილი- გემოვნებით
- გატარებული ნიორი- 1კგ
- პომიდორი- 3 კგ
- ტკბილი წითელი წიწაკა- 1 კგ
- მცენარეული ზეთი
- წითელი ღვინის ძმარი- 1ჭიქა
მომზადების წესი:
- პომიდორი გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი. მოაშორეთ კანი და ზედმეტი მარცვლები.
- ნიორი გაარჩიეთ, წიწაკას გამოაცალეთ თესლი და გაატარეთ ხორცსაკეპში.
- ძმარი აადუღეთ და გააცივეთ.
- ქილები გარეცხეთ, გააშრეთ და შედგით 20 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
- პომიდვრის მასას დაუმატეთ მარილი და ძმარი და ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში. ზემოდან მოასხით სულ ცოტა ზეთი.
- მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას.