ბარდის უგემრიელესი კრემ-სუფი
fpaparazzi შემოდგომის გრილი დღეების გასათბობად და ვირუსების თავიდან ასაცილებლად სასარგებლო წვნიანის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- ნედლი ბარდა 300 გ
- კარტოფილი 1ცალი
- ხახვი 1 თავი
- პიტნა ნახევარი კონა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ნაღები 10-20% ან რძე 50 გ
მომზადების წესი:
- ბარდა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ.
- ხახვი წვრილად, კარტოფილი კი კუბებად დავჭრათ.
- ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავაყაროთ კარტოფილი და გადაწურული ბარდა, განვაგრძოთ შუშვა, თან ვურიოთ.
- შემდეგ დავასხათ ადუღებამდე მისული წყალი, ქვაბს თავზე დავახუროთ და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ ბარდის სრულ მომზადებამდე.
- წვნიანი გადავიტანოთ ბლენდერში ან ხელის ბლენდერით ქვაბშივე ავთქვიფოთ. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი, ბლანტი კრემ-სუპი.
- თუ კერძი ძალიან სქელია, შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული წყალი და გავათხელოთ.
- ბოლოს დავუმატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი და პიტნა.
გემრიელად მიირთვით