გარგრის არომატული ჯემი

გარგრის არომატული ჯემი
fpaparazzi გირჩევთ, ჩაინიშნოთ ამ სამარხვო ჯემის რეცეპტი, მალე გარგრის სეზონი მოვა.

მომზადების დრო: 1 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 375 კკალ

საჭირო მასალა:

  • 1 კგ შაქარი 1 კგ პიურეზე
  • 1 კგ გარგარი


მომზადების წესი:

  1. გარგარი კარგად გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკები.
  2. მოათავსეთ გარგრის ნაჭრები ღრმა ქვაბში, დაასხით 0,5 ლ ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 10 წუთი, ნაყოფის დარბილებამდე.
  3. შემდეგ გაატარეთ მიღებული მასა საცერში, რათა მოცილდეს გარგარს კანი.
  4. მიღებული მასა აწონეთ, გადაიტანეთ პიურე შესაფერის ჭურჭელში, დაუმატეთ შაქარი (1 კგ პიურეზე 1 კგ შაქარი).
  5. დადგით ცეცხზლე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  6. დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ, სანამ მასა არ გასქელდება, თან პერიოდულად ურიეთ.
  7. ცხელ-ცხელი ჯემი გაანაწილეთ სტერილურ ქილებში და ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური.

გემრიელად მიირთვით!