ხალხური საშუალებები უნაყოფობისგან თავის დასაღწევად!

ხალხური საშუალებები უნაყოფობისგან თავის დასაღწევად!
უნაყოფობა. - უნაყოფოს ისეთ ქორწინებას უწოდებენ, რომლის დროსაც, მიუხედავად მეუღლეთა სისტემატური სქესობრივი ურთიერთობისა, დაფეხმძიმება არ ხდება 2 წლისა და მეტი ხნის განმავლობაში. უნაყოფო ქორწინების მიზეზები შესაძლოა თანაბარი ხარისხით იყოს დამოკიდებული როგორც ქალზე, ისე მამაკაცზე.

უნაყოფობის შესაძლო მიზეზები:

  1. ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებანი. ამასთან, უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს მილების გაუვალობა.

  2. სასქესო ორგანოს განვითარებისა და განუვითარებლობის ნაკლოვანებები.

  3. ენდოკრინული დარღვევები: დაავადებანი ჰიპოზის ( ტვინის დანამატი - შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი ). ფარისებური ჯირკვლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და სხვა. ამავე დროს აღინიშნება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

  4. სასქესო ორგანოების ტრამვული დაზიანებანი; კერძოდ, მეტისმეტად ენერგიული გამოფხეკა საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსისა ხელოვნური აბორტისას და ა.შ.

  5. ორგანიზმის ინტოქსიკაცია, დაკავშირებული :
    - მწვავე ინფექციურ დაავადებასთან,
    - ქრონიკულ ინფექციებთან ( ტუბერკულოზი, სიფილისი ),
    - ქრონიკულ მოწამვლასთან სამრეწველო შხამებით ( ვერცხლისწყალი, ტყვია და სხვა ).
    - სიგარეტის ხანგრძლივ და ინტენსიურ წევასთან,
    - ალკოჰოლიზმთან, ნარკომანიასთან და ა.შ.

  6. უნაყოფობისა და საშვილოსნოსგარე ორსულობისას ერთ-ერთ მიზეზთაგანს პოლიპები წარმოადგენს. პოლიპები - ეს ფეხებიანი სიმსივნეებია, რომლებიც საშვილოსნოს ღრუში წარმოიქმნებიან.
    მკურნალობა ოჯახური საშუალებებით უშედეგოა, ვინაიდან აუცილებელია პოლიპების მოშორება ოპერაციის გზით.

  7. საშვილოსნოს ნაკეცი უკან და წინ აგრეთვე შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი. ეს დაავდება გამოწვეულია სიმძიმეების აწევით, ხანგრძლივი და ხშირი ყაბზობებით, წარუმატებელი აბორტით და სხვა ნაკეცები რომ გასწორდეს, სასარგებლოა მისი გამორეცხვა ძლიერი მწკლარტე საშუალებებით ( ისეთებით, როგორც არის ტანინი და მუხის ქერქი ), შინაგანი მასაჟი ( ექიმის შესრულებით ) ; ოჯახური საშუალებებიდან - ოთხზე სიარული 5-10 წთ-ით 2 -ჯერ დღეში ( საშვილოსნოს უკანა ნაკეცისას ) .

  8. ზოგჯერ უნაყოფობა გამოწვეულია საკვების ხარისხით , რომელსაც ქალი იყენებს ( მაგალითად, ვიტამინ E-ს ნაკლებობით ). ამ შემთხვევაში საჭიროა ბევრი კვერცხის გულის , ყვითელი ( არა თეთრი ) სიმინდის, აგრეთვე ღვიძლის, სალათის, ჭვავის, ხორბლის, შვრიის გაღვივებული მარცვლების მიღება.

  9. ყველაზე უფრო ხშირი მიზეზები მამაკაცის უნაყოფობისა - სპერმის არასრულფასოვნება, სტრესები და ნევროზებია, რომლებიც იწვევენ ერექციისა და ეაკულაციის მოშლას.

მეუღლეთა გამოკვლევა უნდა მიმდინარეობდეს გინეკოლოგის, უროლოგისა და ენდოკრინოლოგის მიერ სპეციალურ განყოფილებებში.

უნაყოფობის სამკურნალოდ გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

კუნელი. 2 ს/კ ნაყოფს ან ყვავილებს დაასხით 2 ჭიქა ადუღბული წყალი, დააყენეთ. მიიღეთ ნახევარ- ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში.

მრავალძარღვა. 1 ს/კ მრავალძარღვას თესლს დაასხით 1 ჭიქა წყალი, დააყენეთ თბილ ადგილზე 15-20 წთ. შემდეგ ადუღეთ 5 წთ. გააცივეთ და გაწურეთ. სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში 1-2 თვე.

ჩვეულებრივი მატიტელა. დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი 3 ჩ/კ ჩვეულებირივი მატიტელას ნორჩ ბალახს. დააყენეთ 4 სთ. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ ნახევარ- ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამამდე.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური