უებარი ხალხური რეცეპტები ყველა სახის უნაყოფობის სამკურნალოდ.
უნაყოფობა გვხვდება, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. უნაყოფობა ვითარდება ორგანიზმში სხვადასხვა დაზიანების შედეგად: საშვილოსნოს მილების გაუვალობა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების არასპეციფიკური და სპეციფიკური ანთებითი პროცესების გადატანის შედეგად, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა ( ინფატილიზმი ). უნაყოფობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ქალი რეგულარული კავშირის მიუხედავად, არასოდეს დაფეხმძიმებულა. მეორადი ისეთი შემთხვევაა, როცა უნაყოფობა ჩამოყალიბდა ერთი ან რამდენიმე ფეხმძიმობის შემდეგ, თუნდაც ეს დამთავრდეს მშობიარობით. უნაყოფობის მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების აღმოფხვრისაკენ. იშვიათად უნაყოფობას იწვევს ორგანიზმში "E" ვიტამინის დეფიციტი, რომელსაც უწოდებენ გამრავლების ვიტამინს. ამ შემთხვევაში საჭიროა ისეთი საკვების მიღება, რომელშიც უხვადაა ეს ვიტამინი: კვერცხის გული, სტაფილო, ღვიძლი, მარცვლეული და ა.შ. უნაყოფობის მკურნალობის დაწყება საჭიროა, რაც შეიძლება ადრე. მკურნალობის ეფექტი 25 წლამდე ასაკში თითქმის ორმაგია ვიდრე 35 წლის ზემოთ.
უნაყოფობის სამკურნალო ხალხური რეცეპტები:
უნაყოფობის სამკურნალო ხალხური რეცეპტები:
- ყველა სახის უნაყოფობის დროს სასარგებლოა ყოველდღიური კომპრესი, მუცლის ქვედა არეში. აიღეთ თხელი ქსოვილის ტომარა, მასში მოათავსეთ ნახევრად მოხარშული ქერი, გააჩერეთ 20 - 30 წთ მუცლის ქვედა არეში ( ქერი უნდა იყოს ასატანად ცხელი ), შემდეგ საშოში უნდა მოთავსდეს ბურთულის ფორმის, კაკლის ზომა ტამპონი: მცენარეულ ზეთში დასველებული ოხრახუში მოათავსეთ დოლბანდში და გადაახვიეთ შალის ძაფით. ასევე ტამპონის სახით შეიძლება გამოიყენოთ გამომცხვარი, სათესლე ხახვის, წვრილი ბოლქვი, რომელსაც უნდა დაეყაროს 1/4 ჩ/კ შაქრის პუდრა და ანთენარიას ფხვნილი.
- 1 ს/კ მრავალძარღვას თესლს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ, გაწურეთ, გააცივეთ, მიიღება 1 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი 1 - 2 თვე.
- ცხვირისსატეხელას ბალახის ნახარში მიიღება ჩაის სახით. 1 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე, დააყენეთ შეფუთული. 2 სთ, გაწურეთ, მიიღება 1 ჭ 3 - ჯერ დღეში.
- 2 ჩ/კ ადამის ფესვს დაასხით მდუღარე წყალი, შეფუთეთ, გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში.