უნაყოფობის სამკურნალო ხალხური რეცეპტები

უნაყოფობის სამკურნალო ხალხური რეცეპტები
უნაყოფობა გვხვდება, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. უნაყოფობა ვითარდება ორგანიზმში სხვადასხვა დაზიანების შედეგად: საშვილოსნოს მილების გაუვალობა, საშვილოსნოსა და და მისი დანამატების არასპეციფიკური და სპეციფიკური ანთებითი პროცესების გადატანის შედეგად, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა (ინფატილიზმი ). უნაყოფობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. იშვიათად უნაყოფობას იწვევს ორგანიზმში ვიტამინ E დეფიციტი, რომელსაც უწოდებენ გამრავლების ვიტამინს. ამ შემთხვევაში საჭიროა ისეთი საკვების მიღება, რომელშიც უხვადაა ეს ვიტამინი: კვერცხის გული, სტაფილო, ღვიძლი, მარცვლეული და ა.შ. უნაყოფობის მკურნალობის დაწყება საჭიროა, რაც შეიძლება ადრე.

რეცეპტები:
  • მკურნალობის პერიოდში ყოველდღე უნდა ჭამოთ ძირტკბილას ფესვის ლობიოს მარცვლის ოდენა ნაჭერი. 2 კვირის განმავლობაში მიიღეთ კოთხუჯის სპირტიანი ნაყენი, შემდეგ ელეუტეროკოკი, ჟენშენი, ლიმონურა. ავადმყოფს არტერიული წნევა, თუ აუწევს ნაყენის მიღება შეწყდეს, ასევე არ მიიღება ნევრასთენიის დროს.

  • 1 ჩ/კ სალბის ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, ამ მცენარის ახალგამოწურული წვენი 1 დესერტის კოვზი 2 - ჯერ დღეში უზმოზე და საღამოს. მიიღება 12 დღე მენსტრუაციის შეწყვეტისას.

  • 3 - 4- ს/კ მატიტელას დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თბილ ადგილას 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 2 ს/კ 3- ჯერ დღეში.

  • 5 წლიანი (ან უფრო მეტი ასაკის ) ალოე მოჭრამდე 7 დღე არ მორწყათ, მოჭრილი შეინახეთ 8 - 10 დღე ბნელ ადგილას. შემდეგ მოაცილეთ ეკლები, ფოთლები დაჭერით უჟანგავი დანით, შეურიეთ ღორის ან ბატის ქონში 1:6 შეფარდებით. მიიღება 1 ს/კ 2 - ჯერ დღეში ცხელ რძესთან ერთად. ალოესთან ერთად უნდა მიიღოთ მრავალძარღვას ნახარში.

  • 1 ს/კ მამულას მშრალ ბალახს დაასხით 200 მლ წყალი დააყენეთ 4 სთ. დახურულ ჭურჭელში, წამოადუღეთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ დღეში.

  • სასარგებლოა ხორბლის დაუმწიფებელი თავთავის წვენის დალევა.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი