როგორ მოვიშოროთ ყაბზობა სწრაფად და მარტივად? რჩევები პროფესიონალი ექიმისგან

როგორ მოვიშოროთ ყაბზობა სწრაფად და მარტივად? რჩევები პროფესიონალი ექიმისგან
ისეთი დელიკატური საკითხის შესახებ, როგორიც შეკრულობაა, ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლისგანაც მსოფლიო მოსახლეობის 40% იტანჯება. იქამდე, სანამ შეკრულობის მკურნალობას დავიწყებთ, აუცილებელია პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

ესენია:
  • არასწორი კვება. იმისათვის, რომ ჩვენმა მსხვილმა ნაწლავმა გამართულად, შეუფერხებლად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია, აუცილებელია ყოველდღიურად ორგანიზმის დატვირთვა მცენარეული უჯრედისით, რომელსაც ჭარბად შიცავს ბოსტნეული, ხილი და ზოგიერთი მარცვლეული.
  • ორგანიზმის გაუწყლოება. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიც შეკრულობაა, აუცილებელია ყოველდღიურად მინიმუმ 2 ლიტრი სითხის მიღება. სითხეში არ იგულისხმება ყავა და ალკოჰოლი, რადგან ეს ორი პროდუქტი ორგანიზმის დეჰიდრარტაციას, გაუწყლოებას პროვოცირებს.
  • ცხოვრების მჯომარე წესი. როდესაც მსხვილი ნაწლავი არ მოძრაობს, ირღვევა მისი კუნთების ფუნქციონირება.
  • შეკავება. ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ. ამ დრო სწორი ნაწლავის კედლები იწელება, რის გამოც ის ნაკლებად მგრძნობიარე ხდება, რასაც ყაბზობამდე, შეკრულოამდე მივყავართ.

გარდა ყოველივე ზემოთ ხსენებულისა, ყაბზობის გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება: ჭარბი სტრესი, ორსულობა, კლიმატის ცვლილება, სხვადასხვა პრეპარატების მიღება და ა.შ.

გაითვალისწინეთ ზემოთ მოცემული ინფორმაცია, რათა თავიდან აირიდოთ ეს უსიამოვნო პრობლემა.



გისურვებთ ჯანმრთელობას!