ამ მინერალის დეფიციტი იწვევს დიაბეტს, ჩიყვს, კისტას, სარძევე ჯირკვლების კიბოს და ა.შ.
იოდის დეფიციტი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომლისგანაც უამრავი ადამიანი იტანჯება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, პლანეტის მოსახლეობის მესამედს მოცემული პრობლემა აღენიშნება.
იმისათვის, რომ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმა გამართულად იფუნქციონიროს, მას დღიურად 150 მკგ იოდი ესაჭიროება. რაც შეეხება ფეხმძიმე ქალბატონებს, მათთვის იოდის რეკომენდებული დღიური დოზა 220 მკგ-ს შეადგენს.
იოდი განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელი სწორედ ფეხმძიმე ქალბატონებისთვის და ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვისთვისაა. მოცემული ელემენტის დეფიციტის დროს შეიძლება დაირღვეს ნაყოფის ჯანსაღი განვითარების პროცესი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული სამეცნიერო კლვევით დადგინდა კავშირი ბავშვებში აუტიზმის განვითარებასა და იოდის უკმარისობას შორის.
როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, იოდი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირებისთვის. როდესაც პაციენტი მის დეფიციტს განიცდის, ირღვევა ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ფუნქციონირება და თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:
გარდა ამისა, იოდის დეფიციტის შედეგად თავი შეიძლება იჩინოს ისეთმა უსიამოვნო მოვლენებმა, როგორიცაა:
ერთ-ერთ კანადურ ჟურნალში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, სარძევე ჯირკვლების ფიბროზულ-კისტოზურ დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა 70%-ის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, როდესაც მათ ყოველდღიურად იოდის საჭირო ულუფის მიღება დაიწყეს. ეს ფაქტი პირდაპირ ასახავს კავშირს იოდის დეფიციტსა და სარძევე ჯირკვლების სიმსივნეს შორის.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, იოდი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის თითოეული ორგანოს გამართული ფუნქციონირებისთვის. სწორედ ეს ელემენტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ბუნებრივი დეტოქს-პროცედურების წარმოებაში. როდესაც ორგანიზმის ეს ფუნქცია ირღვევა, სავალალო შედეგები გარდაუვალი ხდება.
როგორ განვსაზღრვოთ იოდის დეფიციტი?
ეს არც თუ ისე რთულია. გაიკეთეთ იოდის ბადე (დაახ. 2-3 კვადრატული სანტიმეტრი) ხელის შიდა მხარეს და დაინიშნეთ დრო.
თუ უახლოეს 8 საათში თქვენი სხეული მთლიანად შთანთქავს, შეიწოვს ამ ბადეს, ესეიგი საქმე ძალიან რთულადაა. დაუყონებლივ უნდა იზრუნოთ ორგანიზმში იოდის მარაგის შევსებაზე.
თუ ბადის შეწოვას 16 საათამდე დრო დასჭირდა, თქვენ იოდის მსუბუქ დეფიციტს განიცდით, თუმცა საგანგაშო არაფერია. გართულებების თავიდან ასარიდებლად მცირედით უნდა გაზარდოთ ყოველდღიურად ამ ელემენტის მიღება.
თუ იოდის ნათელი კვალი 24 საათის გასვლის შემდეგაც გეტყობათ, თქვენ ყველაფერი მწყობრში გაქვთ.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისი დანიშნულების მიხედვით მოქმედება. თუ თქვენ იოდის დეფიციტის მსუბქი ფორმა გაწუხებთ, შეგიძლიათ პრობლემას შემდეგი საკვები პროდუქტებით ებრძოლოთ: ისპანახი, ოხრახუში, კვერცხი, კომბოსტო და ზღვის პროდუქტები.

- ფარისებრი ჯირკვლის ზრდა ზომაში (ჩიყვი);
- დეპრესია და მშფოთვარება;
- გონებრივი ჩამორჩენილობა ბავშვებში;
- ფსიქიკური აშლილობა მოზარდებში.
გარდა ამისა, იოდის დეფიციტის შედეგად თავი შეიძლება იჩინოს ისეთმა უსიამოვნო მოვლენებმა, როგორიცაა:
- ტვინის ფუნქციონირების შენელება, დარღვევა;
- კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება;
- მეტაბოლიზმის შენელება;
- წონის მატება და ქრონიკული ყაბზობა;
- მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარება.