ღუმელში მომზადებული ქამა სოკო ცნობილი შეფ-მზარეულის, ჯეიმი ოლივერის რეცეპტით

fpaparazzi ცნობილი შეფ-მზარეულის რეცეპტს გთავაზობთ. ასე მომზადებულ ქამა სოკოს პიკანტური და განსაკუთრებული გემო აქვს.
საჭირო მასალა:
  • ქამა სოკო 10 ცალი
  • წიწაკა ჩილი 1-1,5 სმ-აანი ნაჭერი
  • ნიორი 1 კბილი
  • დაჭრილი ოხრახუში 2-3 ს/კ
  • მარილი გემოვნებით
  • ლიმონის წვენი 1 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
  • მაგარი სახეობის ყველი 30 გ

მომზადება:
  1. წიწაკა ჩილი დაჭერით წვრილად, ნიორი - დაჭყლიტეთ.
  2. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი.
  3. მიღებული სოუსი წაუსვით გარეცხილ და გამშრალ ქამა სოკოს და გააჩერეთ 30 წუთი.
  4. ყველი დაჭერით პატარა კუბიკებად, მოათავსეთ ქამა სოკოს თითოეულ ქუდში.
  5. დაალაგეთ ლითონის ფირფიტაზე სოკო და აცხვეთ 15-20 წუთი 200 გრადუს ტემპერატურაზე.

გემრიელად მიირთვით!шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: