ფარშირებული ქამა სოკო
ფარშირებული ქამა სოკო ძალიან სწრაფად მზადდება და უგმრიელესია. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ FPAPARAZZI-მა ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 10-12 ცალი დიდი ქამა სოკო
- 50გ მაგარი ყველი
- 1 საშუალო ზომის პომიდორი
- 2-3 ცალი მწარე წიწაკა
- 5-6 ღერი ოხრახუში
- 1ჩ.კ მარილი
- 0,5 ჩ.კ დაფქული წიწაკა
- 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- სოკო კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავები და გაასუფთავეთ.
- შეგიძლიათ კოვზით რბილობიც გამოაცალოთ, რომ უფრო მეტი თავისუფალი ადგილი დარჩეს გულსართის ჩასადებად.
- ოხრახუში, წიწაკა და კანგაცლილი პომიდორიც წვრილად დაჭერით.
- ყველაფერი ჩაყარეთ ერთ ჯამში.
- დაუმატეთ მარილი, პილპილი და ზეთუნის ზეთი, შემდეგ კი აურიეთ. გულსართი მზადაა.
- ქამა სოკოს ქუდები დააწყვეთ ფორმაზე და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
- სანამ სოკო შეიწვება, გახეხეთ ყველი.
- 15 წუთის შემდეგ სოკოს ქუდებში მოათავსეთ გულსართი, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში 10 წუთით.
- სოკო მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარ კარტოფილთან ერთად.
გემრიელად მიირთვით.