მცენარე რომელიც სიმსივნეს ებრძვის !


შინაურ აფთიაქში ქიმიურ წამლებთან ერთად ყოველთვის მაქვს სამკურნალო ბალახები, რომელიც ბევრი დაავადების დროს აბებზე უფრო ეფექტიანია. ნამდვილი სასწაულია კოწახური.
თურმე , ინდოეთსა და ეგვიპტეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე სცოდნიათ კოწახურის სასარგებლო თვისებების შესახებ. ხალხური მედიცინა ამ მცენარით სიმსივნეებსაც კი ებრძოდა. მეცნიერებმაც აღმოაჩინეს, რომ კოწახურში შემავალ ნივთიერებას სიმსივნისა და ლეიკოზის საწინააღმდეგო თვისებები ჰქონია, მაგრამ ამ ნივთიერების ხელოვნურად მიღება შეუძლებელი ყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვჭამოთ კოწახურის ნაყოფი, ახალმოკრეფილიც, მურაბაც, ნაყენიც.

  1. სიმსივნის პროფილაქტიკისთვის გამოგადგებათ კოწახურის ქერქი და ფესვი, რომელიც თანაბარი რაოდენობით უნდა შეურიოთ. 1/2 ჩ/კ ქერქის და ფესვების ნარევს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წთ. შემდეგ შეაგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 2 -2ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
  2. კოწახური არგებს მათ, ვისაც წნევა და გული აწუხებს. 1 ს/კ კოწახურის ყვავილს დაასხით 300 მლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და დააყოვნეთ 2 საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 2-2 ჩ/კ 2-3-ჯერ დღეში.

  3. საუცხოოა კოწახურის აბაზანები და კომპრესები მოტეხილობის, ამოვარდნილობის ან დაჭიმულობის დროს. კოწახურის ქერქი ან ფესვი დაანამცეცეთ. 1ს/კ დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დადგით დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. გაიკეთეთ ამ ნაყენის აბაზანა ან კომპრესი.
    შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!


ექიმის კომენტარი:
კოწახური ჩვენში გავრცელებული მცენარეა. მცენარის ყველა ნაწილი მდიდარია ალკალოიდებით. ფესვში უხვადაა ალკალოიდი ბერბერინი, ნაყოფში კი ბევრია ლიმონის, ღვინის, ვაშლის და სხვა ორგანული მჟავები, C ვიტამინი.
კოწახურის პრეპარატებს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც ნაღველმდენ საშუალებას ჰეპატიტების ( ღვიძლის ანთების ), ქოლეცისტიტის, ნარველკენჭოვანი დაავადების დროს. მეან-გინეკოლოგიაში კი კოწახურის ნაყენი ეფექტიანია ატონიური სისხლდენისას.
ნაღვლის ბუშტის ანთების დროს კოწახურის ნაყენი აამებს ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ, ხსნის გულისრევის შეგრძნებას, აწესრიგეს კუჭის მოქმედებას.