უგემრიელესი და ნაზი ნაღების ყველი “ფილადელფია”

უგემრიელესი და ნაზი ნაღების ყველი “ფილადელფია”
ჰაეროვანი ყველი “ფილადელფია” გარდა იმისა, რომ ბევრ კერძში გამოიყენება, ისედაც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. თუმცა, ის მარკეტებში საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც გთავაზობთ fpaparazzi რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მარტივად და იაფად შეძლებთ თავად მოამზადოთ შინ ეს დელიკატური ყველი.
საჭირო მასალა:
  • რძე – 1 ლ
  • კეფირი – 0,5 ლ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • მარილი – 1 ჩ/კ
  • ლიმონის მჟავა (დანის წვერით)

მომზადების წესი:
  1. ჩაასხით რძე ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ. ჩუმატეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
  2. ადუღებისთანავე ჩაასხით რძეში კეფირი და შეუჩერებლად ურიეთ, სანამ მასა არ აიჭრება.
  3. გადაიტანე მასა მარლაზე, შეუკარით თავი და ჩამოიკდეთ ნიღარაზე 15 წუთი, რათა შრატი ჩამოვიდეს.
  4. ახლა ათქვიფეთ კვერცხი და ლიმონის მჟავა, დაუმატეთ გაწურული ხაშო და კვლავ ათქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ყველი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!