ხაჭოს ნაპოლეონი

ხაჭოს ნაპოლეონი
გიყვართ ნაპოლეონი? FPAPARAZZI-ი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ნაპოლეონის რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
  • 4 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 350 გ ხაჭო
  • 580-600 გ ფქვილი
  • 1ჩ.კ სოდა ძმრით
  • მწიკვი მარილი

კრემისთვის:
  • 350 გ რძე
  • 2 კვერცხი
  • 1ს.კ სახამებელი
  • 100გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • 370-400გ ნაღების ყველი
  • 20 სმ დიამეტრის ნაპოლეონის 12 ფენა

მომზადების წესი:
  1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
  2. დაუმატეთ საცერში გატარებული ხაჭო, სოდა და ძმარი და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი.
  3. მზა ცომი გაყავით 12 ნაწილად, გაახვიეთ ცელოფნის პარკში და შედგით მაცივარში 1-1,5 საათით.
  4. შემდეგ გამოიღეთ და გააბრტყელეთ თითოეული ცალ-ცალკე 2 მმ-ის დიამეტრზე.
  5. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე 10-15 წუთით.
  6. სანამ ფირფიტები გამოცხვება, გაამზადეთ კრემი.
  7. ყველი და კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
  8. შაქარი და კვერცხი სახამებელთან ერთად ათქვიფეთ.
  9. რძე გაათბეთ და დაუმატეთ კვერცხიანი მასა.
  10. დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ 10 წუთით, სანამ არ გასქელდება.
  11. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.
  12. კარგად ათქვიფეთ კარაქი და ნაღების ყველი და დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი კრემი. თან გამუდმებით თქვიფეთ.
  13. მზა კრემი წაუსვით ყველა ფირფიტას. შემდეგ კი მთელი ღამით შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით.