როგორ მოვამზადოთ ყველი „ფილადელფია“ სახლის პირობებში
fpaparazzi ძალიან პოპულარული ყველის სახეობის შინ მომზადების რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. რძე ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ.
2. დაუმატეთ მარილი და შაქარი. მიიყვანეთ ადუღებამდე. მას შემდეგ რაც ადუღდება, დაუმატეთ კეფირი და კვლავ გამუდმებით ურიეთ, სანამ მასა არ აიჭრება.
3. შემდეგ მიღებული მასა გადმოიტანეთ საწურზე ან გაწურეთ მარლაში.
4. კვერცხი და ცოტა ლიმონმჟავა კარგად ათქვიფეთ, შემდეგ კი დაუმატეთ მიღებული ხაჭო და მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- რძე- 1 ლ
- კეფირი- 0,5 ლ
- კვერცხი- 1ცალი
- მარილი-1ჩ.კ
- შაქარი-1ჩ.კ
- ლიმონმჟავა- დანის წვერით