თეთრი ბლის მურაბა თხილითა და ლიმონით

თეთრი ბლის მურაბა თხილითა და ლიმონით
fpaparazzi გთავაზობთ თეთრი ბლის მურაბის ყველაზე არომატულ და ამასთან მარტივ რეცეპტს.

საჭირო მასალა:
  • თეთრი ბალი 1 კგ
  • შაქარი 1 კგ
  • სქელკანიანი ლიმონი 1 ცალი
  • თხილის გული 500 გ
  • ვანილი 1 შეკვრა

მომზადება:
მოხალეთ თხილი მშრალ ტაფაზე ან ღუმელში, მოფშვნიტეთ ხელისგულებით, რათა მოცილდეს კანი.
გამოკურკეთ ბალი სპეციალური ხელსაწყოს, თმის სარჭის ან საკანცელარიო სკრეპის მეშვეობით. თითოეულში ჩადეთ თხილი.
მოხარშეთ სიროფი შაქრისა და 1/2 ჭიქა წყლისგან. გააცივეთ და მოათავსეთ ამ სიროფში თხილისგულიანი ბლები. დაუმატეთ ვანილი და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხადეთ ქაფი. როგორც კი ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცესი 3-ჯერ (აადუღეთ, გააცივეთ და ასე შემდეგ...)
დაჭერით ლიმონი თხელ წრეებად. მესამე წამოდუღების შემდეგ დაუმატეთ მურაბას ლიმონის ნაჭრები.
გაანაწილეთ მურაბა წინასწარ მომზადებულ, გასტერილებულ ქილებში, ჰერმეტულად დააფარეთ თავსახურები და შეინახეთ ბნელ ადგილას.

რჩევა: ამ მურაბისთვის ყველაზე არომატული ლიმონი შეარჩიეთ. ხოლო თხილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი, ან მოხარშოთ გულსართის გარეშე.