ვაშლის გამჭვირვალე მურაბა: განუმეორებელი არომატის მთელ-მთელი ხილი სიროფში!
fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს ლამაზი და უგემრიელესი მურაბა ზამთრისთვის!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ვაშლი 1 კგ
- შაქარი 1,2 კგ
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ვაშლი, გააშრეთ და ამოაჭერით გულები.
- დააყარეთ შაქარი და გააჩერეთ 10-12 საათი.
- შემდეგ დადგით დაბალ ცვეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. თან ურიეთ.
- გამორთეთ ცეცხლი და დააფარეთ თავსახური.
- ვაშლი მთლიანად უნდა დაიფაროს სიროფში, ამიტომაც აჯობებს, ზემოდან თეფში და რაიმე მძიმე საგანი დაადოთ. დაელოდეთ, რომ გაცივდეს.
- შემდეგ კვლავ დადგით ცეცხლზე და კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე. ისევ გააცივეთ. ეს პროცესი გაიმეორეთ სულ 3-ჯერ.
- ადუღეთ მხოლოდ 5-10 წუთის განმავლობაში.
- ცხელ-ცხელი მურაბა გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.
გემრიელად მიირთვით!