ბლის ტორტი-ნაყინი - უგემრიელესი ცივი დესერტი
fpaparazzi საოცარი ტორტის რეცეპტს გთავაზობთ. აუცილებლად ჩაინიშნეთ საზაფხულოდ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 4 ჭიქა ვანილის ნაყინი
- 2 ს/კ თაფლი
- 0,25 ჭიქა შაქარი
- 1,5 ბისკვიტის ორცხობილა (დაფხვნილი)
- 300 გ ბალი
- 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
- 2 ს/კ ბრენდი
- კარაქი 2 ს/კ
მომზადების წესი:
- გარეცხეთ ბალი, რამდენიმე ყუნწულა გადადეთ ცალკე, დანარჩენი გამოკურკეთ.
- ქვაბში ჩაყართ შაქარი, სახამებელი, ბალი. დაუმატეთ ბრენდი და მესამედი ჭიქა წყალი.
- დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 2 წუთი, თან ურიეთ. შემდეგ კარგად გააცივეთ.
- ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ გამდნარი კარაქი და თაფლი. დაუმატეთ დაფხვნილი ბისკვიტის ორცხობილა და კარგად აურიეთ.
- მიღებული მასა გაანაწილეთ 22 სმ დიამეტრის ტორტის ფორმაში. აცხვეთ 180 გრადუსზე 8 წუთი. მიღებული ბისკვიტი კარგად გააცივეთ.
- ბლის მასა დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნახევარი ჭიქა მიღებული პიურე გადადეთ მოსართავად, დანარჩენი მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და შედგით მაცივარში.
- ნაყინი მოათავსეთ დიდ ჯამში, ჩანგლით კაგად გაქენით და ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე.
- დაუმატეთ მაცივარში ჩაციებული ბლის პიურე და აურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ბისკვიტზე. დააფარეთ რაიმე და შედგით 4 საათით საყინულეში.
- სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ დარჩენილი ბლის პიურეთი და ბლის კუნწულებით.
გემრიელად მიირთვით!