სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკა კბილების მდგომარეობის მიხედვით. ეს რეალობაა!

სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკა კბილების მდგომარეობის მიხედვით. ეს რეალობაა!
თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი კბილის აუტანელი ტკივილი. გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ კარიესის ან სხვა სტომატოლოგიური პათოლოგიის დროს თქვენ ვერც კბილის პასტა, ვერც სპეციალური სამკურნალო ჯაგრისი და სხვადასხვა ტკვილიგამაყუჩებელი სავლებები ვერ დაგხმარებიათ? გიფიქრიათ ოდესმე, რომ მკურნალობა არა თქვენს კბილს არამედ რომელიმე კონკრეტულ ორგანოს ესაჭიროება? ექიმებისთვის, რომლებიც საკუთარ პაციენტებს არასტანდარტული მეთოდებით მკურნალობას ურჩევენ, ძალიან კარგადაა ცნობილი, თუ რომელი კბილი რომელ ორგანოს შეესაბამება.

როგორ მუშაობს ეს მეთოდი და რამდენად შესაძლებელია პირის ღრუში ჩახედვით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების დიაგნოსტიკა?

დიაგნოზი კბილების მიხედვით

1. ზედა და ქვედა საჭრელი კბილებით შესაძლებელია თირკმელების, შარდის ბუშტის, ყურებისა და რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა. მათი ცუდი მდგომარეობა შეიძლება მეტყველებდეს ქრონიკულ პიელონეფრიტზე, ცისტიტზე, ოტიტზე, ტონზილიტზე, ოსტეოქონდროზზე და პრასტატაზე.

2. ეშვები პასუხისმგებელია ღვიძლზე და ნაღვლის ბუშტზე. მათი ცუდი მდგომარეობა შეიძლება მეტყველებდეს ქოლეციტიტზე და ჰეპატიტზე.

3. პირველი მოლარები დაკავშირებულია ფილტვებთან და მსხვილ ნაწლავთან. მათთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება მეტყველებდეს დისბაქტერიოზზე, კოლიტზე, ალერგიულობაზე, ქრონიკულ ბრონქიტზე და პნევმონიაზე.

4. მეორე მოლარები დაკავშირებულია კუჭქვეშა ჯირკვალთან და ელენთასთან. ამ კბილების ცუდი მდგომარეობა შეიძლება მეტყველებდეს გასტრიტზე, წყლუბზე, ანემიაზე, ჰაიმორიტზე, ტონზილიტზე, ენდოკრინული სისტემის დარღვევაზე, ათეროსკლეროზზე, ვარიკოზზე და ა.შ.

5. სიბრძნის კბილები დაკავშირებულია გულთან, სისხლძარღვებთან და მსხვილ ნაწლავთან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის მუშაობის დარღვევის დროს 8 დან 10 წლამდე ბავშვებს უზიანდებათ ცენტრალური საჭრელი კბილები, ხოლო უფროსებს - მე-6 და მე-7 კბილები.

25 წლამდე ასაკის ადამიანებს საშარდე გზებთა დაკავშირებული პრობლემების დროს უზიანდებათ ქვედა ყბის მე-4 და მე-5 კბილები, ხოლო ზრდასრულებს - ორიბე ყბის მე-5 და მე-6 კბილები.