როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს სწორად!
ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული პირის ღრუს, კერზოდ, კბილების მდგომარეობაზე. კბილების საშუალებით იღეჭება , ქუცმაცდება საკვები მასალა და საჭმლის მომნელებელი ორგანოებისათვის ის უკვე ადვილად მოსანელებელი ხდება. ამიტომ, ცხადია, რომ პირის ღრუს და, კერძოდ, კბილების მუდმივ მოვლას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს.
იმისათვის რომ სიბერემდე ჯანსაღი კბილები შევინარჩუნოთ, მათ მოვლაზე უნდა ვიზრუნოთ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან, როდესაც ამოდის და ყალიბდება კბილები.
- მრუდე კბილების ( ღოჯების ) ამოსვლის მთავარი მიზეზი ყოველთვის ის არის, რომ ბავშვს დროზე არ ამოუღებენ ხოლმე მოსაცვლელ კბილს, ამის გამო ახალი კბილი მრუდედ იზრდება.
- კბილების წმენდა და პირის ღრუს გამორეცხვა აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანი ჰიგიენული ღონისძიებაა, კბილების სპეციალური ჯაგრისით ხეხვა დილა-საღამოს აუცილებელია. კბილების სახეხად კარგია თეთრი და შავი ფხვნილი. თეთრი ფხვნილი პიტნის წვეთებგარეული, დაფქული და სუფთად გაცრილი ცარცია, შავი ფხვნილი კი დაფქვილი და გაცრილი ხის ნახარშია. კვირაში ერთ ან ორჯერ კარგია კბილები გავიხეხოთ დანაყილი სუფრის მარილში ამოვლებული კბილის ჯაგრისით.
- კბილის ჯაგრისი მუდამ სუფთად უნდა შევინახოთ. კბილების ხეხვის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავაზიანოთ კბილების გარე გარსი - მინანქარი, მინანქრის დაზიანების შედეგად იწყება თვით კბილების მტვრევა -გაფუჭება.
- კბილების ან ღრძილების ტკივილის დროს უნდა მივმართოთ ექიმ- სპეციალისტს, რომელიც მიგვითითებს როგორც სადეზინფექციო, ისე პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის მოსასპობ საშუალებებზე.
- ზედა კბილები უნდა ვიწმინდოთ ზევიდან ქვევით, ქვედა კი - ქვევიდან ზევით. ზედა კბილების გაწმენდის შემდეგ ჯაგრისი უნდა გავრეცხოთ და შემდეგ დავიწყოთ ქვედა კბილების წმენდა. კბილებისათვის მავნებელია ძლიერ ცხელი ან ცივი საკვები, ცხელი ჩაი ან სხვა სასმელის შემდეგ ცივი წყლის დაყოლება და ა.შ.
ჭამის შემდეგ აუცილებელია ნელთბილი წყლით პირის ღრუს გამორეცხვა.