5 მავნე ჩვევა, რომელიც კბილებს გვინადგურებს.აღარასოდეს გაიმეოროთ ისინი!

5 მავნე ჩვევა, რომელიც კბილებს გვინადგურებს.აღარასოდეს გაიმეოროთ ისინი!
თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იცით პირის ღრუს ჰიგიენისა და კბილების გაჯანსაღების შესახებ, გაოცდებით, როცა გაიგებთ, რა ზიანის მომტანია ყოველდღიური ყოფითი ჩვევები.

Fpaparazzi მოგითხრობთ 5 ჩვევის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა შეცვალოთ!

კბილების უხეში გახეხვა


კბილების უხეში გახეხვა აზიანებს კბილის ემალს, იწვევს მაღალ მგრძნობელობას და კარიესს, ასევე ღრძილების რეცესიას. გამოიყენეთ რბილი კბილის ჯაგრისი და წრიული მოძრაობებით გაიხეხეთ კბილები.

არასწორი კბილის პასტა

ისევე, როგორც კბილის ჯაგრისი, კბილის პასტაც შეიძლება იყოს აგრესიული. უამრავი კბილის პასტა შეიცავს მიკრო-გრანულებს, რომლებიც ლაქების მოცილებასთან ერთად, აზიანებს კბილებს.

იგივე ეხება ღრძილებსაც, ამიტომ უნდა იპოვოთ კბილის პასტა არამხოლოდ სასიამოვნო გემოთი, არამედ თქვენი კბილებისთვის უსაფრთხო, რომელიც უხდება მგრძნობიარე კბილებს.

კბილის ძაფის უგულებელყოფა

თუ ფიქრობთ, რომ კბილის ჯაგრისს შეუძლია საგულგადულოდ გახეხოს კბილები - ცდებით. იგი ვერ აღწევს კბილებს შუა, ამიტომ საჭიროა ძაფის გამოყენება. ამ გზით თავიდან აირიდებთ კარიესის წარმოშობას, ღრძილების ანთებას და კბილის ქვის წარმოქმნას.

გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელები შეიცავს მჟავებს, რომლებიც ანგრევს კბილებსა და ემალს. ზოგადად, ეს სასმელები საზიანოა მთლიანი ორგანიზმისთვის, ამიტომ, უმჯობესია გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან.

საკვები პროდუქტები, რომლებიც ტოვებს ლაქებს კბილებზე

ემალი ფაიფურივითაა. თუ პროდუქტები ტოვებენ ლაქებს თქვენს ჭურჭელზე - იგივე ხდება კბილების შემთხვევაშიც.

ყავა, ჩაი, სხვადასხვა სოუსები და წითელი ღვინო მხოლოდ ნაწილია იმ პროდუქტებისა, რომლებიც ტოვებენ ლაქებს კბილებზე. სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული კბილების გახეხვა ყოველი ჭამის შემდეგ.