ბუთლეგერების ხრიკები, ანუ რა ეშმაკობებს მიმართავდნენ ამერიკელი სპირტის გამომხდელები ”მშრალი კანონის” დროს

ბუთლეგერების ხრიკები, ანუ რა ეშმაკობებს მიმართავდნენ ამერიკელი სპირტის გამომხდელები ”მშრალი კანონის” დროს
ბუთლეგერებს სპირტიანი სასმელებით იატაკქვეშეთში გამყიდველებს უწოდებდნენ აშშ-ში ”მშრალი კანონის” მოქმედების პერიოდში. Bootleg –”ჩექმა-ფეხი”, მასში კი ბრტყელი მათარა... ეს გამოთქმა აშშ-ის სამოქალაქო ომიდ როს გაჩნდა, როდესაც ჯარისკაცები მათარებს ჩექმაში მალავდნენ, მაგრამ ის სწორედ ”მშრალი კანონის” დროს გახდა აქტუალური. რა ხერხს არ მიმართავდნენ ბუთლეგერები, აკრძალვების მიუხედავად ფული რომ ეშოვათ...

ადამიანების განსაკუთრებული კასტა - ბუთლეგერები 1920-1933 წლებში გაჩნდა. მათი მოხერხებულობა დღემდე აოცებს.



ისინი ხშირად იყენებდნენ ფეხსაცმელს, რომელთა ლანჩები ძროხის ჩლიქებს ჰგავდა, რათა ტყეში კვალი არ დაეტოვებინათ. გამოგონების ლოგიკა მარტივი იყო: პოლიციელები და შერიფები, რომლებიც ტყეში ბუთლეგერების ბუნაგებს ეძებდნენ, ჩლიქების ნაფეხურებს ყურადღებას არ აქცევდნენ. 1922 წელს გაზეთში Evening Independent, რომელიც ფლორიდის შტატის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დღებდე გამოიცემა, საინტერესო ისტორია დაიბეჭდა.



მშრალი კანონის კონტროლის ბიუროს დირექტორმა, ალენმა, ახალი მეთოდი აღმოაჩინა, თუ როგორ იმალებიან სპირტის გამომხდელები, მას ”ძროხის ფეხსაცმელი” ეწოდა. ძროხის ჩლიქის ფორმის ლითონის კონსტრუქცია ებმოდა ფეხსაცმელს, რის წყალობითაც ის ჩლიქების კვალს ტოვებდა.



ეს ამბავი შემთხვევით გაიხსნა - მსგავსი დაკარგული ფეხსაცმელი ტამპას მახლობლად იპოვეს, რის მერეც კონტროლის ბიუროში გააგზავნეს . ბიუროს ოფიცრებმა დაასკვნეს, რომ ეს იდეა გამომგონებელმა შერლოკ ჰოლმსზე მოთხრობიდან აიღო, სადაც ერთმა ბოროტმა ადამიანმა ცხენს ისეთი ნალები მიაჭედა, რომლებიც ძროხის კვალს ტოვებდნენ.



1920 წლისთვის ალკოჰოლის მალულად მიწოდებისთვის უამრავ ხრიკს იყენებდნენ: ბიბლიის მულიაჟით დაწყებული, დაკონსერვებული ხილის ქილებით დამთავრებული. პაბლო ესკობარამდე დიდი ხნით ადრე, კოლუმბიური კარტელის დროს, როდესაც მას თვითნაკეთი წყალქვეშა ნავებით გადაჰქონდა ნარკოტიკები, ბუთლეგერები ტორპოდოებს იყენებდნენ, სადაც ასაფეთქებლების ნაცვლად ვისკი ინახებოდა და დიდი ტბების სანაპიროებზე კანადური მხარიდან ამერიკულ მხარეზე ”ისროდნენ”.



ერთხელ, ბიუროს ინსპექტორის ყურადღება ტბაზე თევზაობისას ორმა მამაკაცმა მიიპყრო. თავდაპირველად იფიქრა, რომ მამაკაცები უზარზამარ თევზს ეჭიდებოდნენ, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს გახლდათ ტორპედო. ინსპექტორმა სამაშველო ჯგუფი გამოიძახა, რომელმაც სანაპიროზე ალკოჰოლით დატვირთული ნავი გამოიყვანა.
მას შემდეგ, რაც ამერიკაში ალკოჰოლის მიწოდება შეწყდა, ყურადღება კანადაზე გადაიტანეს, სადაც კანონები მეტად სახარბიელო იყო. კანადის საზღვარზე მდებარე დეტროიტი ნამდვილ ოცნების ქალაქად იქცა ბუთლეგერებისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით მდინარეები დეტროიტი და სენტ-კლერი სარგებლობდა.



ნავის ფსქერზე მიბმულ ტვირთს მდინარეში გადაზიდავდნენ, შემდეგ კი მიწისქვეშა გვირაბებით სანაპიროსთან ახლომდებარე სახლებამდე.

ბუთლეგერების ხრიკები, ანუ რა ეშმაკობებს მიმართავდნენ ამერიკელი სპირტის გამომხდელები ”მშრალი კანონის” დროს

ზამთარში, როდესაც მდინარეები და ტბები იყინებოდა, კონტრაბანტისტები მათზე ციგურებით ან ალკოჰოლით დატვირთული ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. მანქანებს ერთი კარი მუდამ ღია ჰქონდათ იმ შემთხვევისთვის, თუკი ყინული გასკდებოდა და მანქანა ჩაიძირებოდა, მძღოლს გამოსვლის საშუალება ეძლეოდა.



როდესაც საუბარია ბუთლეგერებზე, ხშირად ალ კაპონესა და განგსტერებს წარმოვიდგენთ. ამ საქმიანობით დიდი ფული იშოვეს ასევე მაღალი წრის წარმომადგენელმა ქალბატონებმაც. უამრავ შტატში ქალის ძენბაში გამოცხადებაც კი აკრძალული იყო, ამიტომაც მათ თავისუფლად შეეძლოთ უკანონო ტვირთის გადმოტანა მოცულობითი ქურქებისა და პალტოების ქვეშ.



თუკი მათ იჭერდნენ, მსუბუქად ისჯებოდნენ.



ბუთლეგერების სამყაროში ერთი ქალი იყო, რომელსაც არაოფიციალურად ”სპირტის გამომხდელთა დედოფალს” უწოდებდნენ - გერტრუდა ”კლეო” ლიტგოუ. მას კლეოპატრას ამსგავსებდნენ, სწორედ ამიტომ მიიღო ზედმეტსახელი ”კლეო”. ობლად დარჩენილი გოგონა სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთან მოეწყო სამუშაოდ.



მალევე ის უკვე რომის ბაჰამის კუნძულებიდან გადმოზიდვის მთელ ბიზნესს აკონტროლებდა, და ხშირად თავადვე მიემგზავრებოდა ”ალკო-მრბოლელებთან” ერთად ტვირთის გასაკონტროლებლად. კლეოს ბიოგრაფია დამწყები ბუთლეგერებისთვის სამაგალითოდ მიიჩნეოდა.