ალკოჰოლის დალევის გამო მოქალაქეებს თბილისობაზეც დააჯარიმებენ

ალკოჰოლის დალევის გამო მოქალაქეებს თბილისობაზეც დააჯარიმებენ
თბილისობის სახალხო დღესასწაული წელს 25-26 ოქტომბერს აღინიშნება. კონცერტები და თბილისობისთვის ტრადიციული ღონისძიებები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში ჩატარდება, თუმცა მოვლენების ეპიცენტრი რიყის მიმდებარე ტერიტორია იქნება, სადაც ღვინის დაწურვის ტრადიციული ცერემონიალი გაიმართება.

გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის დალევა აიკრძალა, „სამოქალაქო პრესა“ დაინტერესდა, დაჯარიმდებიან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც ღვინის დაწურვის შემდეგ ალკოჰოლს დააგემოვნებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სამოქალაქო პრესა“ 2 დღის განმავლობაში ცდილობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან კონკრეტული პასუხი მიეღო.

ორდღიანი მსჯელობის შემდეგ შსს-მ განგვიცხადა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.
სტატიის ავტორი: ირმა სახვაძე
სტატიის წყარო:cp.ge