ყველაზე უჩვეულო აკრძალვები აშშ-ში

ყველაზე უჩვეულო აკრძალვები აშშ-ში
კონექტიკუტში იკრძალება გამოყენებული საპარსი მოწყობილობის გადაგდება. ამავე შტატში, უსინათლოების გარდა, არავის აქვს უფლება იაროს თეთრი ხელჯოხით.



კოლორადოს შტატის ქალაქ ლოგან ქაუნთში აკრძალულია მძინარე ქალის კოცნა.

ქალაქ ბარლინგჰეიმში აკრძლულია გადაფურთხება. ამის უფლება მხოლოდ ბეისბოლის მოედანზე, მატჩის დროს აქვთ ადამიანებს.

კალიფორნიის შტატის ქალაქ ბლიტში ქოვბოის ჩექმის ჩაცმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუკი არანაკლებ ორი ძროხა გყავთ.

მონტანაში არ შეიძლება დანაშაულის სცენების შემცველი ფილმების ჩვენება.

არკანზასის შტატის ქალაქ ფაიეტვილში დანაშაულად ითვლება "ნებისმიერი ცოცხალი არსების მოკვლა".

არიზონას შტატის ქალაქ თომბსოუნში 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეკრძალებათ გაღ

იმება, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წინა კბილი არ აქვთ.

ჩრდილოეთ დაკოტაში დანაშაულად ითვლება ფეხსაცმლით დაძინება.

ომაჰაში მამაკაცებს ეკრძალებათ გულ-მკერდზე არსებული თმის გაპარსვა.

ნიუ-ჰემპშირში ცოდვად და დანაშაულად ითვლება, კვირას საპირფარეშოში მოსაქმების დროს ზემოთ (ანუ ზეცაში) ყურება.

ბალტიმორში, დიდი სურვილის მიუხედავად, აკრძალულია თეატრში ლომებთან ერთად შესვლა.


მომზადებულია www.dumblaws.com-ის მიხედვით.
სტატიის წყარო:ambebi.ge