რჩევები ჩიყვის სამკურნალოდ ხალხური მედიცინის რეცეპტებით

რჩევები ჩიყვის სამკურნალოდ  ხალხური მედიცინის რეცეპტებით
ფარისებური ჯირკვალი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რასაც არეგულირებს თირეოტროპული ჰორმონი (TSH), რომელსაც თავის ტვინში მოთავსებული სხვა ენდოკრინული ჯირკვალი – ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. ფარისებური ჯირკვლი გამოიმუშავებს ჰორმონებს: თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3), რომლებიც სისხლში გამოიყოფა, მოქმედებს ყველა უჯრედსა და ქსოვილზე და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესის სიჩქარეს.

როგორ გამოვავლინოთ ჩიყვი
  1. ბოლო ერთი წლის მანძილზე წონაში მოიმატეთ.
  2. დაგიქვეითდათ გუნება-განწყობილება და დეპრესიული გახდით.
  3. შრომისუნარიანობა შეგიმცირდათ, თავს სუსტად გრძნობთ.
  4. ბოლო ხანებში გაგიძლიერდათ თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა.
  5. უჩივით კანის სიმშრალეს სახეზე, იდაყვების არეში და ფეხებზე.
  6. გონება ძველებურად აღარ გიჭრით, დაგიქვეითდათ მეხსიერება.
  7. გაქვთ მიდრეკილება დღისით ძილისკენ, ღამით გაწუხებთ უძილობა.
  8. მცივანა გახდით.
  9. შეგეცვალათ ხმის ტემბრი, შეგინელდათ მეტყველება.
  10. გიშუპდებათ ქუთუთოები.
  11. გაწუხებთ უშვილობის პრობლემა.
  12. 6 ან 7 და მეტი დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართეთ ენდოკრინოლოგს.



FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ხალხური მედიცინის რეცეპტებიდან შეგროვებულ ჩიყვის სამკურნალო რჩევებს.



  • ჩიყვი საკმაოდ გავრცელებული და ამავე დროს საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, "ხალხური მედიცინა" გთავაზაობთ ჩიყვის დამარცხების რამოდენიმე მეთოდს.

  • ჩიყვის მოსარჩენად კარგია კაკლის მურაბა, რომელსაც ვხმარობთ რეგულარულადდაახლოვებით ორი თვის მანძილზე. მკურნალობის დროს ვიყენებთ მხოლოდ კაკლის მარცვალს, რადგან მურაბის წვენში ბევრი შაქარია.

  • 1 დღეს - 100 გრამ ცივ რძეში ჩააწვეთეთ 1 წვეთი იოდი, მიიღეთ ჭამის შემდეგ დღეში ერთხელ.

  • მე-2 დღეს 2 წვეთი და ასე შემდეგ 5 წვეთამდე. შემდეგ 5 წვეთიდან უკან თვლით 1 წვეთამდე. შემდეგ თავიდან დაიწყეთ1 წვეთიდან 5 წვეთამდე. შემდეგ თავიდან დაიწყეთ კურსი 1 თვიანია

  • ყოველ დილით მიიღეთ კაკლის ფოთლების ჩაი.

  • 100 გრამ თაფლში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი სუფთა ქარვა, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ყოველდილით უზმოზე.

  • უმი, ბურგალური წიწაკის სალათები საუკეთესო საშუალებაა ჩიყვის სამკურნალოდ.

  • მიიღეთ შავბალახას ნაყენი დღეში 3-ჯერ100 გრამის ოდენობით. (1სუფრის კოვზ ბალახს დაასხით1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი).

  • ყველაზე მეტ იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები: თევზეული, ლამინარია, ზღვის კომბოსტო. ამასთან ერთად იხმარეთ იოდიანი მარაილი.

  • 5-6ალუბლის ახალ ან გამხმარ ფოთლებს დაასხით ადუღებული წყალი, თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ არაუმეტეს ნახევარისაათისა, შემდეგ გადაწურეთ და
    დალიეთ დღეში ერტი ჭიქა (200 გრამი)/

  • 15 დღის განმავლობაში ყოველ დღე გადაყლაპეთ უზმოზე 1 ცალი ახლად გამონასკვული (თხილი გულის ოდენა) მწვანე კაკალი.

  • სეზონის არ ყოფნის დროს მკურნალობისთვის შეგიძლიათ კაკალი წინასწარ დაამზადოთ შესანახად. ამისთვის პატარა მწვანე კაკლები მოკრიფეთ, გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში ან წვრილად დაჭერით. მოაყარეთ შაქარი ფენა-ფენა (1კგ. მასაზე 2 კგ. შაქარი) დადგით მზეზე მინის ჭურჭელით. ზემოდან მსუბუქად გადააფარეთ. დღეში 3-ჯერ ხის კოვზით მოურიეთ, რომ დადუღდება გადაწურეთ და შეინახეთ ბოთლებით. მიიღეთ ერი კოვზი ვაჟინი ცოტა წყალში გახსნილი დილით უზმოზე 15 დღის განმავლობაში. დაისვენეთ 10 დღე და შემდეგ ისევ გაიმეორეთ. რამოდენიმე კურსი ჩაიტარეთ. ბავშვებს ჭამის შემდეგ დაალევინეთ.

  • სასრგებლოა ყელის დაბანა მუხის ქერქის ნაყენით ან ყელზე მუხის ქერქის საფენების ხმარება კვირაში ორჯერ მაინც (1 სუფრის კოვზი მუხის ქერქი 5 წუთით გააჩერეთერთ ჭიქა ადუღებულ წყალში).
    მკურნალობა ბოსტნეულის წვენებით:
    1. სტაფილო (11 ნაწილი) + ბოლოკი (5 ნაწილი)
    2. სტაფილო (7 ნაწილი) + ნიახური (4 ნაწილი) + ოხრახუში (2 ნაწილი) +ისპანახი (3ნაწილი).


თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. განიხილეთ ეს სტატია და ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საიტნერესო თემები კომენტარებში.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური რეცეპტები