იდეალური ტორტის რეცეპტი "შავი ტყე"

იდეალური ტორტის რეცეპტი "შავი ტყე"
ტორტის "შავი ტყე" იდეალური რეცეპტი. ოჯახის წევრები შეგევედრებიან კიდევ გამახოთ ის!
"შვარცვალდი" - ასე ეწოდება კლასიკურ შოკოლადის ტორტს, რომელიც წარმოშობით გერმანიიდან არის. ფუმფულა და ნამიანი, გაჯერებული ძლიერი სასმელით შერწყმული შოკოლადთან და მჟავე ალუბალთან....

fpaparazzi-მ იცის, რომ: კარგი კონდიტერი შეუძლია იყოს ნებისმიერს! მიჰყევით ამ დეტალურ რეცეპტს და თქვენ შეძლებთ მოამზადოთ დახვეწილი და ამასთანავე განუმეორებელი დესერტი.
ტორტი "შავი ტყე"



ინგრედიენტები ცომისთვის
  • 4 კვერხი
  • 120გ შაქარი
  • 90გ ფქვილი
  • 30გ კარაქი
  • 15გ კაკაოს ფხვნილი
  • 1 მწიკვი დარიჩინი




ინგრედიენტები შევსებისთვის
  • 400გ გაყინული ალუბალი
  • 200მლ წყალი
  • 200გ შაქარი
  • 1 ჭიქა(50გ) კირშა (შეგიძლიათ ალუბლის სიროფით ჩაანაცვლოთ, რომელიც კონიაკთან ან არაყთან იქნება შეზავებული)
  • 1/3 ჩაის კოვზი დარიჩინი


ინგრედიენტები კრემისთვის
  • 250გ კრემი ცხიმის შემცველობა არანაკლებ 30%
  • 1 პაკეტი (10გ) ვანილის შაქარი
  • 80გ მუქი შოკოლადი, არაუმეტეს 60% კაკაო


ინგრედიენტები მოსართავად
  • 250გ კრემი ცხიმის შემცველობა არანაკლებ 30%
  • 1 ჩ.კ. მწარე შაქრის ფხვნილი
  • 150გ. შოკოლადი
  • რამოდენიმე კაკალი ან მარციპანი
  • 1 ს.კ. შაქარი


მომზადება.
  1. შევსებისთვის ალუბალი პაკეტიდან თასზე გადაიტანეთ და გალღობის გარეშე მოაყარეთ დარიჩინი
  2. მოვამზადოთ სიროფი: ადუღებულ წყალში ჩაყარეთ შაქარი და ურიეთ გალღობამდე, დაუმატეთ კირში დან ალუბლის სიროფი კონიაკით. მოასხით ალუბალს სიროფი და გააჩერეთ რამოდენიმე საათი (სასურველია მთელი ღამით) მარინირება
  3. გამოაცხვე ბისკვიტი. ამისათვის ათქვიფე კვერცხისგულები შაქრის ნახევარით მანამ სანამ არ მიიღებთ თეთრ სქელ მასას.
  4. სუფთა მიქსერით ათქვიფეთ ცილები სქელი ქაფის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი შაქარი და ათქვიფეთ კიდევ ერთხელ, მანამ სანამ მასა მბრწყინავი და ფაფუკი არ გახდება.
  5. აურიეთ ერთმანეთს ცილები და კვერცხის გულები. ჩაუარეთ გაცრილი ფქვილი კრახმალთან, კაკაოსთან და დარიჩინთან ერთად. და აურიეთ რაც შეიძლება ფრთხილად.
  6. ჩაასხით გამდნარი თბილი კარაქი. კიდევ აურიეთ კიდეებიდან ცენტრისკენ, მასის მინიმალური დარღვევის მცდელობით
  7. მოათავსეთ ცომი ფორმაში. და გამოაცხეთ 200°С 25-30 წუთის მანძილზე. კბილის საწმენდი მშრალი უნდა გამოდიოდეს ბისკვიტის გულიდან. გამიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან და მოიცადეთ 5 წუთი, გამოიღეთ ის ფორმიდან და დაელოდეთ მის სრულ გაცივებას.
  8. მომზადეთ ნაღების და შოკოლადის კრემი. გადამოასხით ნაღები ქვაბში, დაამატეთ ვანილის შაქარი და მორევით მიიყვანეთ დუღილის ტემერატურამდე. ჩააგდეთ შოკოლადის ნაჭერი მოხსენით ქურიდან და მოურიეთ მანამ სანამ არ მიიღებთ გლუვ მბრწყინავ მასას. მოათავსეთ ის მაცივარში 2-3 საათის განმავლობაში,სრულ გაცივებამდე.
  9. ცივი კრემი შოკოლადით ათქვიფეთ მიქსერით, მაქსიმალურ სიჩქარეზე, როგორც ჩვეულებრივი კრემი. როდესაც მასა ფაფუკი გახდება და გათეთრდება შეჩერდით. ზედმეტად დიდხანს ნუ ათქვიფავთ. მზა კრემი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში
  10. აწყობა. ალუბლები გადაიტანეთ დასაწურად, სიროფი რომ დაიწუროს. გადაინახეთ ათამდე ალუბალი მოსართავად.
  11. გაჭერით ბისკვიტი სამ ფირფიტად. დაახლოებით ექვსი სუფრის კოვზი სიროფით გაჟღინთეთ ქვედა ფირფიტა. წაუსვით ნახევარზე ცოტა ნაკლები კრემი წრეებათ ქვედა ფირფიტაზე და წრეებს შორის მოათავსეთ ალუბლები. დაუმატეთ ცოტა კრემი ალუბლებს და გადაავსეთ, ისე რომ მიიღოთ თანაბარი ფენა.
  12. დააფარეთ მეორე ფირფიტა, ისიც გაჟღინთეთ და შეასრულეთ იგივე მოქმედებები კრემის და ალუბლის გამოყენებით. გაჟღინთეთ ბოლო ფირფიტაც (სიროფი მოგრჩებათ და აღარ დაგჭირდება) და ისიც დააფარეთ რომ მიიღოთ ერთიანი ფორმა.
  13. ათქვიფეთ დარჩენილი კრემი, დაუმატეთ შაქრის პუდრა და აკურატულად აურიეთ. შეინახეთ კრემის მესამედი კონტეინერში ფიგურული თავით (მოსართავად) დანარჩეი კი წაუსვით ტორტს.
  14. მოსართავად ოთახის ტემპერატურაზე მყოფი შოკოლადს დანის გამოყენებით მოათალეთ მყარი ფენა და სასწრაფოდ მოათავსეთ საკინულეში, რომ არ გადნეს. დარჩენილი შოკოლადი გააცივეთ და დააქუცმაცეთ კომბაინით (ან გახეხეთ სახეხით)
  15. ტორტის გვერდებს მოაპნიეთ შოკოლადის ნატეხები, შუაში კი მოათავსეთ შოკოლადის ნათლელები. დაასვით კრემის ბურთულები ტორტის კიდეებს.
  16. გაყინული ალუბლისგან მოსათავის დასამზადებლად, თითოეულ ალუბალში მოათავსეთ მარციპანის ან კაკლის ნატეხი, იმისათვის რომ მან ფორმა შეინარჩუნოს. დაფხვენით შაქარი და მოაყარეთ ის მარცვლებს. დაელოდეთ შეშრობას და მოაყარეთ კიდევ ერთხე. შემდეგ კი მოათავსეთ ისინი ტორტზე. განათავსეთ ტორტი მაცივარში 2 საათით და შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ!

ამ ტორტის ნამდვილი რეცეპტი ბევრმა არ იცის... აქ მნიშვნელოვანია ყველა ინგრედიენტი: ინგრედიენტების ზუსტი შერწმით "შავი ტყე" მიიღება ზუსტად ისეთი როგორიც უნდა იყოს. გაუზიარეთ და შეასწავლეთ თქვენს მეგობრებს ამ შედევრის მომზადება!


მეგობრებო, იმედი გვაქვს გაითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ არც პროფესიონალი კონდიტერები ვართ და თარგმნის პროცესიც როგორც წესი რამოდენიმე ენას გადის. შესაბამისად იმედი გვაქვს რომ გაითვალიწინებთ ამას და მცირე უზუსტობებს, არსებობის შემთხვევაში გვაპატიებთ.