პოპულარული და გემრიელი ტორტი - ”მთვრალი ალუბალი”
თუკი დესერტებში ტკბილ-მჟავე არომატებს ანიჭებთ უპირატესობას, FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ტორტი ამ რეცეპტით.
საჭირო მასალა:
ბისკვიტისთვის:
კრემისთვის:
მინანქრისთვის:
მომზადება:
ალუბალს დაასხით წითელი ღვინო და გააჩერეთ 1 დღე- ღამის განმავლობაში.
ბისკვიტი:
კრემი:
მინანქარი:
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
ბისკვიტისთვის:
- 5 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჩ.კ სოდა
- 2 ს.კ კაკაო
- 1 ჭიქა ფქვილი
კრემისთვის:
- 0,5 ქილა შედედებული რძე
- 200 გ კარაქი
მინანქრისთვის:
- 1,5 ს.კ რძე
- 3 ს.კ შაქარი
- 1,5 ს.კ კაკაო
- 2 სკ. კარაქი
მომზადება:
ბისკვიტი:
- 5 კვერცი და 1 ჭიქა შაქარი კარგად ათქვიფეთ.
- დაუმატეთ 0,5 ჩ.კ სოდა (ძმარში გახსნილი), 2 ს.კ კაკაო, 1 ჭიქა ფქვილი და გამოაცხვეთ ბისკვიტი.
- ცოტა შეაგრილეთ.
- შემდეგ მოაჭერით ზედა ნაწილი და ამოაცალეთ გული. უნდა დარჩეს მხოლოდ ცარიელი ფორმა.
კრემი:
- 0,5 ქილა შედედებულ რძე და 200გ კარაქი კარგად ათქვიფეთ.
- ტორტის რბილობი, კრემი და ალუბალი აურიეთ ერთმანეთში და ისევ მოათავსეთ ტორტის ფორმაში.
მინანქარი:
- 1,5 ს.კ რძე, 3 ს.კ შაქარი, 1,5 ს.კ კაკაო ჩავყაროთ პატარა ჯამში და დავდგათ ცეცხლზე.
- აუმატეთ 2 ს.კ კარაქი.
- ტორტს დააფარეთ თავზე ზედა ფენა.
- მოასხით მინანქარი და მორთეთ ალუბლებით.
გემრიელად მიირთვით