ტორტი „სნიკერსი“

ტორტი „სნიკერსი“
fpaparazzi უგემრიელესი ტორტის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ძალიან მოეწონებათ შოკოლადი „სნიკერსის“ მოყვარულებს.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ს.კ კაკაო
  • 3 ს.კ არაჟანი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი

პირველი კრემი
  • 3 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა მანანის ფხვნილი
  • ¾ ჭიქა შაქარი
  • 250გ კარაქი

მეორე კრემი
  • 1 შეკვრა კრეკერები
  • 0,5ლ მოხარშული შედედებული რძე
  • 200 გ მოხალული მიწისთხილი

მინანქრისთვის:
200გ შკოლადი
მომზადების წესი:
  1. მოამზადეთ ცომი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ შაქართან. მას შემდეგ რაც ამოვა, ცალ-ცალკე დაუმატეთ გულები.
  2. კაკაო და არაჟანი ერთმანეთში აურიეთ და დაუმატეთ ათქვეფილ კვერცხს, ნელ ნელა დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, კარგად აურიეთ და გაყავით ორად.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დაასხით ცომი და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
  4. მას შემდეგ, რაც ორივე ბისკვიტს გამოაცხობთ, მოამზადეთ პირველი კრემი. მანი ფაფა მოხარშეთ რძეზე, დაუმატეთ შაქარი. როდესაც ფაფა გაცივდება, შეურიეთ იგი კარაქს.
  5. მოამზადეთ მეორე კრემი: კრეკერები დაფხვენით და აურიეთ შედედებულ რძესა და მიწის თხილს. ტორტის სადგამზე. დადეთ პირველი ბისკვიტი. წაუსვით ნახევარი პირველი, ხოლო ნახევარი მეორე კრემი.
  6. შოკოლადის დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და ტორტს ზემოდან წაუსვით.

გემრიელად მიირთვით!