ტორტი Ferrero rocher

ტორტი  Ferrero rocher
ინგრედიენტები:
  • 5 კვერცხი
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1,75 ჭიქა დაფქული თხილი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 200გ უმარილო კარაქი, ოთახის ტემპერატურის
  • 280გ მწარე შოკოლადი
  • 7 სუფრის კოვზი ნუთელა
  • 200-220გ ვაფლი, რაც შეიძლება წვრილად დაამტვრიეთ
  • Ferrero Rocher-ს 10 კანფეტი


მომზადების წესი:
  1. კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ერთად მასის გასამმაგებამდე.
  2. ფქვილი, კაკაო და საფუარიშეურიეთ.
    დაუმატეთ დაფქული თხილი სამ ჯერზე. ტორტის ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში ცომი. გამოაცხვეთ 175 გრადუზე 40 წუთის განმავლობაში.
  3. გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე. შეურიეთ შოკოლადი წინასწარ ათქვეფილ კარაქთან და ნუტელასთან. ათქვიფეთ ყველაფერი ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით განზე 2 ზოლად.
  5. თითოეულ ფენაზე წაუსვით კრემი და მოაყარეთ წინასწარ დაფხვნილი ვაფლი. მორჩენილი კრემი ტორტს გარედან წაუსვით. ტორტი კარგად გაცივეთ მაცივარში და მიწოდების წინ ცოთახნით ადრე გამოიღეთ, იმისთვის რომ კრემი უფრო ფაფუკი გახდეს.

გემრიელად მიირთვით